x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა გავლენას ახდენს ქვეცნობიერი ჩვენს ჯანმრთელობაზე?

როგორც დაკვირვებამ აჩვენა, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სისხლში, ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება და ცვლილებები ფიქსირდება სისხლის შემადგენლობის სხვა მაჩვენებლებში.


image


გარდა ამისა, მეცნიერებმა კავშირის დადგენა შეძლეს, ადამიანის ქვეცნობიერსა და შინაგანი კოორდინაციის პროცესებს შორის. მათი აზრით, ქვეცნობიერის გავლენა ასევე აისახება მეტაბოლიზმის საერთო მდგომარეობაზეც. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფიზიკურ ტკივილს განიცდის ან სტრესში იმყოფება, მის ტვინში ნეირონების ჯაჭვების ქიმიური შემადგენლობის გადაწყობა ხდება, რის შედეგადაც, ნეირონები იმახსოვრებენ ინფორმაციას ტვინის ახალი ფუნქციონალური მდგომარეობის შესახებ და ადამიანი, ამ დროს, საკუთარი თავის გავლენის ქვეშ ექცევა...

როგორც პროფესორმა ბაჰემმა განაცხადა, ადამიანის ტვინს თვითაღდგენის უნარი გააჩნია. მას შეუძლია დამოუკიდებლად წაშალოს ინფორმაცია, ორგანიზმში ზოგიერთი ფუნქციონალური დარღვევის შესახებ (თუნდაც, იგივე, ტრავმით გამოწვეული ტკივილის შესახებ) და ორგანოების ნორმალური მდგომარეობა აღადგინოს. ხოლო, იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში, უფრო მეტი პოზიტიური ემოცია უნდა შეუშვას, რაც თავის მხრივ, რთულ ნეირონულ პროცესებზე ახდენს გავლენას.

თუმცა, როგორც კვლევის დროს გაირკვა, დადებითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე განსხვავებული სიძლიერით მოქმედებს. სხვადასხვა ფსიქოლოგიური დარღვევას და გარკვეულ ფაქტორებს, შეუძლია ნერვული სისტემა, მენტალური თვითაღდგენის პროცესებისადმი ნაკლებად მგრძნობიარე გახადოს. რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

მეცნიერი, აღნიშნულ თემაზე, ათწლეულების მანძილზე მუშაობს, დაწერილი აქვს უამრავი წიგნი, სტატია და მონოგრაფია. ხოლო, მისი შრომების მთავარი შედეგი, უკვე დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილია — ადამიანის ჯანმრთელობის გარანტი, ჯანმრთელი სული და მშვიდი გარემოა!


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* მსოფლიო ჩემპიონატი 2022 – გულშემატკივრები (30 ფოტო)

* გოგონამ საყვარელი თეთრი კნუტი აიყვანა, მაგრამ ის კატა არ აღმოჩნდა

* Britain Fashion Awards – 2022: ლამაზმანები ყველაზე პიკანტური სამოსით (20 ფოტო)



0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0