x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვაგინაკაბა და სტიკერები დვრილებზე - რატომ ატარებენ მათ ვარსკვლავები?

image


"შიშველი" კაბის ფენომენი ბევრ ცნობილ მოდის მოყვარულ სელებრითს მოსვენებას ჯერ კიდევ უკარგავს, და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ტრენდი თანდათან საკუთარ პოზიციებს თმობს და ფართო საზოგაოდებისთვისაც აქტუალობას კარგავს. აბა, თავად განსაჯეთ, კიმ კარდაშიანისა და რიანას "ღირსებები" მთელმა მსოფლიომ ყველა რაკურსით იხილა, ხოლო მათი მკერდი და დუნდულები უკვე ისეთივე საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს როგორც, მაგალითად, ეიფელის კოშკია. ზოგიერთი "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" მათი "ღირსებების" შემხედვარე მშვიდად სუნთქვას კვლავაც ვერ ახერხებენ, თუმცა უნდა ითქვას რომ ასეთები დღეს, უკვე აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ.


image


სხვა საქმეა საშუალო ზომის ვარსკვლავების კოსტიუმები, რომელთა ყურებაც დაუსრულებლად შეიძლება! და აქ საქმე სულაც არ გახლავთ შიშველ სხეულში. ჩვენი, როგორც რიგითი მოკვდავების ინტერესი, მხოლოდ ის არის რომ თვალებში ჩავხედოთ ნამდვილ სიგიჟეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ საკუთარ უცოდველობაში. ასე რომ, დავიწყოთ.


image


ჩვენი პირველი რჩეული - ტამი რომანია, რომელიც მოდელი, ბიზნესმენი, მსახიობი და ღმერთმა იცის კიდევ ვინ არის. მისი სახელი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან რომ არა მისი ეს უცნაური ბადისებრი ჩაცმულობა, მის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა. საზოგადოების წუთიერი ყურადღების მისაპყრობად მან ყველაზე მარტივი და იოლი გზა იპოვა: გოგონამ შავი ბადისებრი მაისური მოირგო, დვრილებზე საიზოლაციო ლენტი დაიკრა და ასეთ ფორმაში პირდაპირ წითელი ხალიჩის დასაპყრობად გაემართა. მშვენიერი ლუქია! თუმცა მაინც სამწუხაროა, რომ მის სახეს ვერავინ დაიმახსოვრებს.


image


შემდეგი ჰიპ - ჰოპის ვარსკვლავი - ნიკი მინაჟია, რომელმაც ჰაიდერ აკერმანის შოუში თავისი მოშიშვლებული მკერდით ყველა შოკში ჩააგდო. მოკლედ, აი, ეს არის - "თრეშ" - სამოსის სასწაულებრივი ძალა!


image


კანის კინოფესტივალის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის ლედი ვიქტორია ჰარვი ალბათ ყველას გახსოვთ. მართალია, ის რეგულარულად ხვდება ყველაზე უგემოვნო ვარსკვლავების სიაში, თუმცა საკუთარ სტილს ის მაინც არ ღალატობს. რაც შეეხება ლედი გაგას, რამდენიმე წლის წინ, "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე პოპ - ვარსკვალავი, საქმროს, ჰოლივუდის მსახიობ ტეილორ კინისთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, კვლავ ეპატაჟურ სტილს დაუბრუნდა, რომელიც შეუმჩნეველი არავის დარჩენია. მომღერალი წითელ ხალიჩაზე თითქმის დედიშობილა გამოვიდა, რომელსაც "ღირსებებს" შავი, ბოლერო - პიჯაკი ძლივს უფარავდა, და უნდა ითქვას რომ კოლეგებს ეპატაჟური ჩაცმულობით არც ბაი ლინი და ფიბი პრაისი ჩამორჩნენ.


image


ამ ზემოხსენებული ვარსკვლავების წითელ ხალიჩაზე ყოველი გამოჩენა მსოფლიოს ტაბლოიდურ გვერდებზე მოხვედრის ერთგვარი გარანტიაა.


image


ცალკე აღნიშვნის ღირსია ე.წ. "ვაგინალური" კაბები, რომელთა შესახებაც 2016 წლის კანის კინოფესტივალამდე არავინ არაფერი იცოდა! თუმცა ასპარეზზე ორი ვნებიანი ლამაზმანი - დიანა მელო და ჯულია სალემი გამოჩნდნენ და ცხოვრებამაც ახალი ფერები შეიძინა!


image





0
588
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
588