x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ქალმა მარათონის ხაზი უსახლკარო ლეკვთან ერთად გადაკვეთა, რომელიც გზიდან აიყვანა

image

ზოგჯერ ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს შინაურ ცხოველებს, მაგრამ ისინი გვირჩევენ ჩვენ. ისინი უბრალოდ შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და აცხადებენ: "გინდა თუ არა, მაგრამ მე ვრჩები". დაახლოებით ასეთი ამბავი დაემართა სპორტსმენს ტაილანდიდან, სახელად ჰემჯირას: მისი ოთხფეხა მეგობარი მას ფაქტობრივად გზის პირას ელოდა. image
გოგონა დიდი ხანია სპორტით არის დაკავებული და ხშირად იღებს მონაწილეობას მარათონებში. ცხოველებიც ძალიან უყვარს: სახლში ბევრი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს, ძაღლებიც და კატებიც.

ბანგკოკში მისი ერთ-ერთი მარათონი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. მანძილი იყო 26 მილი (დაახლოებით 42 კმ). თუმცა, 7 მილის (11 კმ-ზე ცოტა მეტი) გავლის შემდეგ გოგონამ გზის პირას მარტოსული პაწაწინა ლეკვი შენიშნა, რომლის გვერდით არავინ იყო.image
ჰემჯირა გაჩერდა, პატარა ლეკვი ხელში აიყვანა და დარჩენილი გზა მასთან ერთად გაიარა. ფინიშის ხაზამდე ხელში ეჭირა.image

ჰემჯირას სურდა შეემოწმებინა, იყვნენ თუ არა იმ ადგილას სხვა ლეკვებიც და შესამოწმებლად დაბრუნდა, მაგრამ ბუჩქებში სხვა აღარავინ დახვდა. image
პატარა ლეკვი მდედრი აღმოჩნდა და ახალმა პატრონმა მას ნომ ჩონი დაარქვა, ვეტერინართან შემოწმების შემდეგ კი სახლში წაიყვანა.image

ერთი წლის შემდეგ უკვე გაზრდილი ძაღლი მარათონს ისევ პატრონთან ერთად ეწვია, რა თქმა უნდა, ამჯერად ის ხელში აყვანილი არავის ჰყავდა. ფინალურ ხაზამდე ჰემჯირასთან ერთად ირბინა.imageimage




0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0