x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
სპორტული ღონისძიებების დროს მომხდარი იაღლიში
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




სპორტი ვიცით, რომ ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალებაა, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.




სპორტი არის ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა კომპლექსში სასწავლო-საწრთვნელ მეცადინეობათა და შეჯიბრებათა ჩატარების ორგანიზაციული სისტემა; ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებას, საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მიღწევას, გამარჯვებას და უბრალოდ სიამოვნების მიღებას, თუმცა მასაც აქვს მაყურებლისთვის სასიამოვნო კონფუზები.





სპორტული ღონისძიებების დროს მომხდარი იაღლიში



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


1
1948
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1948
  
2022, 3 დეკემბერი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1