x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვწუხვარ,რომ აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა" - მარიკა ბაკურაძე განმარტებას აკეთებს
image

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე მის დღევანდელ გადაცემას, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალური ქსელით ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.


გადაცემაში ბაკურაძე ტელეფონით უკავშირდებოდა მისივე სიუჟეტზე უხეში კომენტარების ავტორებს და ეკითხებოდა, თუ რატომ დაუწერეს ან რამ აიძულათ დაეწერათ შეურაცხმყოფელი კომენტარები.


"ვწუხვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია დღევანდელმა ეთერმა.



გადაცემის მთავარი თემა იყო - სიძულვილის ენა. სოციალური სივრცე, რომელიც წალეკა სალანძღავმა სიტყვებმა, ბრაზმა და აგრესიამ. ეს არის თითქოს ვირტუალური სამყარო, რომელიც განცალკევებულად გვეჩვენება ჩვენი რეალური ცხოვრებიდან, ამავდროულად კი სწორედ ესაა ჩვენი დღევანდელი ყოფა.


ამ თემას განვიხილავდით სტუდიაში მოწვეულ სტუმართან, ფსიქოლოგთან ერთად.


ამ თემის საილუსტრაციოდ მოვამზადე სიუჟეტი, სადაც სოც.ქსელში დაწერილი კომენტარების ავტორთან რეალურ ყოფაში დავრეკე და რამდენიმე შეკითხვა დავსვი - რამდენად მართებულად მიაჩნიათ მათ ამ ლექსიკით საუბარი ფეისბუქში და მათ რეალურ გარემოცვაში.


ვწუხვარ, თუ არასწორად იქნა აღქმული ეს ხაზი.


რაც შეეხება ეთიკის ნორმებს:


- სრულად იყო დაცული რესპონდენტების ანონიმურობა.


- არ გვიჩვენებია მათი კომენტარები, რათა თავიდან აგვერიდებინა მათი იდენტიფიცირება.


- პირადი კონტაქტების მოპოვება - ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი. პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება.


- ყველა რესპონდენტის ხმა იყო შეცვლილი, სპეციალური ეფექტით, რათა აგვერიდებინა თავიდან თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.


- დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს, მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ."-წერს ბაკურაძე.

0
179
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0