x
image
ლელუ
დაღესტანში გატაცებული ქართველი ქალის შთამომავალი საქართველოში ნათესავებს ეძებს - "სოფელი, საიდანაც გაიტაცეს, ახლოს იყო დაღესტნის მთებთან"

image

ჯგუფში "ვეძებ" სოციალური ქსელის მომხმარებელი საინტერესო ისტორიას აქვეყნებს. ამ ისტორიის მიხედვით ირკვევა, რომ მე-19 საუკუნეში, დაღესტანში გატაცებული ქართველი ქალის შთამომავლები საქართველოში ნათესავებს ეძებენ. სოციალური ქსელის მომხმარებელი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"მე-19 საუკუნეში დაღესტანში გატაცებული ქალის შთამომავლები ეძებენ.

კონკრეტულად რაც ვიცი: გატაცების დროს ეს ქალი ყოფილა ფეხმძიმედ, ის ბავშვი, რომელიც გაჩნდა, იყო გოგო. შვილივით გაზარდეს, მაგრამ ფაქტია რომ ის ქართველი იყო დედითაც და მამითაც. დაოჯახდა და ასე შემდეგ. ეს ისტორია შთამომავლებს გადაეცემათ. ისტორიასთან ერთად რაღაცა ნივთები, რაც საქართველოდან გაყოლილი იყო და თავის შვილებს (გოგოს) დაუტოვა, იმან თავის გოგოს და ასე შემდეგ...

ბოლო თაობას გოგო არა ჰყავს და ამ ახალგაზრდამ გადაწყვიტა თავისი დიდი ბებიის ნათესავები საქართველოში მოიძიოს. ჩამოიტანოს ის მცირე ნივთები, რაც დარჩა მისგან და აქ, მის სამშობლოში მიწას მიაბაროს.

იციან რომ სოფელი საიდანაც გაიტაცეს, იყო ახლოს დაღესტნის მთებთან და სოფლებთან, იმიტომ რომ გამტაცებელი ხშირად მალულად მიდიოდა ამ ქალის სანახავად, შეუყვარდა და მალულად უყურებდა თურმე. ბოლოს მოიტაცა.

ახალი დეტალი: რამდენიმე წლის წინ ყოფილან ჩასული საქართველოდან ამ ქალბატონის ნათესავები, უშუალოდ ქართველი ბავშვი შთამომავლები ვერ უნახავთ სოფელში და უკან გაბრუნებულან.

ხომ არავის არ ეცნობა ეს ამბავი?" - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
ისტორიამ ჯგუფის წევრების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხმარებლები ვარაუდობენ რომ ქალი შესაძლოა ყვარლის რაიონის სოფლიდან ყოფილიყო და ქალის დაღესტნელ შთამომავალს დნმ ტესტის გაკეთებას ურჩევენ.
0
423
შეფასება არ არის
ავტორი:ლელუ
ლელუ
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0