x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ტრავმატოლოგის 10 გულწრფელი რჩევა, რომელსაც საავადმყოფოში ვერ მოისმენთ

image
თვითერზე ხშირად შეხვდებით სხვადასხვა რჩევებსა თუ საინტერესო ფაქტებს ექიმებისგან. დღეს წარმოგიდგენთ უბრალოდ ფაქტებს ტრავმატოლოგებისგან, რომელთა შესახებ პირველად გაიგებთ:

1. “ბუნებაში ძვლებში ბზარები არ არსებობს. ყველა ბზარი სინამდვილეში რეალური მოტეხილობაა, ეს არის უბრალოდ ტყუილი, რომ ასე არ შეგეშინდეთ."

2. “თუკი როგორღაც მოახერხეთ და თითი მოიჭერით, პანიკაში არ ჩავარდეთ. წაიღეთ ის თან საავადმყოფოში. მისი მიკერება შესაძლებელია, თუმცა იმის გარანტია, რომ მას იგრძნობთ არ არსებობს."

3. “მაგრამ თუ უფრო არ გაგიმართლათ და თითზე უფრო დიდი რამ მოიჭერით, არ შეეხოთ არაფერს და დარეკეთ სასწრაფოში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ დაგიბრუნებთ მკლავს/ფეხს. მაგრამ ტრავმატოლოგები ძალიან პრაგმატულები არიან."

4. “ექიმები ბოლომდე იბრძოლებენ თქვენი ხელის შენარჩუნებისთვის, ფეხს რაც შეეხება, თუკი საქმე კარგად ვერ წავიდა, ამპუტაციას გაგიკეთებენ. სერიოზულად ვამბობ, ქვედა კიდურების პროთეზირება საკმაოდ კარგად არის განვითარებული, მაგრამ მზად ხარ თუ არა 3 წლიანი რეკონსტრუქციული ოპერაციების გადასატანად დიდი კითხვაა."

5. “მანქანაში ღვედის შეკვრა სახუმარო თემა ნამდვილად არაა. სტატისტიკის მიხედვით, ავარიის დროს საქარე მინიდან გადავარდნისას თქვენი შანსები დაახლოებით 20 პროცენტია.

6. “პირადი დაკვირვებით, მაქსიმალური სართული, საიდანაც ადამიანი შეიძლება ჩამოვარდეს და გადარჩეს, არის მეხუთე სართული. ზემოთ უკვე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ადამიანი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ გადარჩა."

7. “ცოფს რაც შეეხება, ჯობს არ უგულვებელყოთ. დამიჯერეთ, ცოფის შედეგად სიკვდილი არც თუ ისე სასიამოვნოა, ამიტომ დროულად გაიკეთეთ აცრა."

8. “ყველაზე სულელური რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როცა სამსახურში დაშავდებით, არის იმის თქმა, რომ სამსახურში არ დაეცათ. სამუშაო ტრავმა თანამშრომლისთვის ოქროს მაღაროა, მაგრამ ახლა ყველას ისე ეშინია სამსახურის დაკარგვის, რომ დამსაქმებლის ზეწოლის ქვეშ ხშირად წერენ, რომ სადღაც დაეცნენ, გარდა სამსახურისა.

9. “ნეკნების მოტეხილობები 40%-ით საერთოდ არ ჩანს პირველადი რენტგენოგრაფიით."

10. “ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს ძვლის ოპერაციის შემდეგ, არის ინფექცია. თუ ინფექცია შევიდა ძვალში, ის იქ დარჩება ზუსტად მანამ, სანამ ეს ძვალი სხეულშია. ფოროვანი და რთული ძვლოვანი ქსოვილიდან მიკრობების ამოღება თითქმის შეუძლებელია."

2
255
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
255
  
2022, 26 ნოემბერი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 ნოემბერი, 22:38
მაგარი ექიმი კი გამოდის,თუ საავადმყოფოში არ გირჩევს და ჟურნალისტების საშუალებით გესაუბრება :) შესაძლოა,რომ ამის გამო ყვავის ყველაფერი,როგორც მედიცინაში,ასევე ჟურნალისტიკაში.
0 1 2