x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ საკუთარ თავში ძალიან სუსტი და შეუმდგარი კაცი ხედავს ქალს მის მთავარ პრობლემად და ძალადობს მასზე" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
image

დეკანოზი თამაზ ლომიძე თერჯოლაში მომხდარ მორიგ ფემიციდს ეხმაურება და წერს:


"ამ მართლა უბედური კაცებისგან ამდენი ქალის მკვლელობა საქართველოში ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ამ კაცების სისუსტეს და უსუსურობას, მათ პიროვნულ, მამაკაცურ და პროფესიულ შეუმდგარობას, საკუთარი თავის ვერგანხორციელებას და გაბოროტებას ამ ცხოვრებაზე.


მხოლოდ საკუთარ თავში ძალიან სუსტი და შეუმდგარი კაცი ხედავს ქალს მის მთავარ პრობლემად და ძალადობს მასზე.



ყველაფერი ხდება ადამიანებს შორის და თუნდაც, როცა ქალისგან უსიყვარულობას, უარყოფას ან განშორებას ასე მწარედ და კატასტროფულად განიცდის მამაკაცი, ეს ადასტურებს თუ რამდენად შეუმდგარი, უსუსური და ჩამოუყალიბებელია პიროვნულად. დედამ და მამამ უნდა ასწავლოს და შეუსისხლხორცოს საკუთარ ვაჟს, რომ კაცი უპირველესად მარტო უნდა იყოს კაცი, საკუთარ თავში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, შემდგარი, ძლიერი და დამოუკიდებელი, უნდა შეეძლოს საკუთარ თავთან და პრობლემებთან მარტო დარჩენა, მარტო ფიქრი, მარტო ბრძოლა, მარტო განცდა, მარტოს, თუნდაც დიდი ტკივილის გადატანა, კაცს არ უნდა ეშინოდეს მარტოობის, რადგან მხოლოდ მარტოობაში ძლიერ კაცს შეუძლია ქალის, შეყვარებულის თუ ცოლის ნამდვილი მფარველობა და სიყვარული".


image
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს, თამილა ლილუაშვილს, მაღაზია "მაგნიტში", სადაც ქალი მენეჯერად მუშაობდა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, თანამშრომლების მცდელობის მიუხედავად, ქალი ადილზე დაიღუპა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დამწვრობა მიიღო თავად თავდამსხმელმაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამკაცს წარსულში ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამან მაინც ვერ იხსნა ახალგაზრდა ქალი.
6
153
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
2022, 20 დეკემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 28 ნოემბერი, 9:50
აგერ ახლა,საიდუმლოდ ააფრინა ყორანი ილია ვტაროემ და მისალოცი წერილი მისწერა კირილეს ჩრდილოეთით. ამათ ხმა არ ამოუღიათ,იმ ჩემისებმა გამოაქვეყნეს,სადაც დღეგრძელობას უსურვა ღმრად პატივცემულ კირილს,რომელიც პუტინის ყურმოჭრილი მონაა და რომელმაც დაპყრობით ომისთვის დალოცა რუსის ჯარი. ერთი ეს არის და მეორე რომის პაპის დალოცვა მახსენდება ჯვაროსნების,როცა ვითომდა ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად მიდიოდნენ.სინამდვილეში ფულის და ახალი სავაჭრო გზების გასაჭრელად წავიდნენ და იტალიის ცალკეული ქალაქები გამდიდრდნენ. რა უნდა რუსეთს უკრაინაში ან თავის დროზე რა უნდოდათ ევროპელებს ახლო აღმოსავლეთში. პუტინი იძახის რო ფაშიტები არიან უკრაინაში,ხოლო პაპი ამბობდა რო ქრისტეს საფლავი ურჯულოთა ხელში იყო. უკრაინაში ფაშიტებს რა უნდა... რაც შეეხება რომის პაპს,რამდენადაც ვიცით,ქრისტე 3 დღის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა და თუ სხეული არ არის,საფლავი საიდან? რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი,რელიგიას იყენებენ და ახდენენ ძალადობას,თავის დროზე დას.ევროპაში,რუსეთშიც და საქართველოში. ფანატიზმით შეპყრობილთ რა დალევს და ეკლესიები იყენებენ ამას. ვიღაცა ფანატიკოს გონია,თუ ლგბტს ტაბურეტს ჩაარტყავს ცხონდება,ვიღაცას გონია რო თუ ყოფილ ცოლს "გაბოზებისგან" დაიცავს და დაწვავს ცხონდება,ხოლო ვიღაცას გონია რო ქალიშვილს თუ მოიყვანს ცოლად,უეჭველად სამოთხეში მოხვდება. რამდენად მართალია არ ვიცი,მაგრამ ამბობენ,რომ მარიამ მაგდალინელი ბოზი იყო,მარა ქრისტეს კი დასდევდა უკან და თუ ვიღაცეებს დავუჯერებთ,მისი ცოლიც ყოფილა
2022, 28 ნოემბერი, 9:36
კონკრეტულად ამ შემთვევაზე არ მაქვს იმდენი ინფორმაცია რო უეჭველად ასე იყოო ვთქვა,მაგრამ რა მოტივით უნდა მიუვარდეს კაცი ქალს და დაწვას,თუ ეს მიზეზი არ იქნება. მარტო არ დამტოვო თუ მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლიაო იქნება მიზეზი,არ მჯერა ეგეთების,მით უფრო საქართველოს რეალობაში.ამ ქვეყანაში არ არის ეგ აღქმა და თავის მოტყუება იმის თქმა,რომ ვიღაცის სისუსტის ბრალია ეს ტრაგედიები.ამ ქვეყანაში მიჩნეულია რო გოგო ქალიშვილი თუ არ არის,მაშინ ის ბო*ია,თუ სიგარეტს ჩაიდებს პირში,მაშინ ის სხვა რამესაც ჩაიდებს,ყოფილი ცოლი არ არსებობს და კიდევ უამრავი რამეა,რაც არის უაზრო მენტალიტეტის ბრალი. მართლადიდებელ მშობელთა კავშირი საიდან ფინანსდება,საპატრიაქოდან ხომ არა?! მათთან მიტმასნილი ორგანიზაცია ხომ არ არის შემთხვევით? გამოდიან ეს წვერიანთა ურდო და მორალს გვიკითხავენ,როცა ძალადობის მაპროვიცირებელნი თვითონ არიან. მონღოლებს არ დაუდიათ თავის დროზე ისეთი ბეგარა,რაც საპატრიაქომ კონკორდატით დაგვადო ქართველ ხალხს,რაც ძალადობაა. იმას რო თავი გავანებოთ,რომ ილია ვტაროე არის რუსეთის აგენტი ივერიონად წოდებული. რა გამოდის,ერი ვაფინანსებთ რუსის აგენტის კანტორას
2022, 28 ნოემბერი, 9:26
შეუმდგარი და სუსტი არაფერ შუაშია,მენტალიტეტის ბრალია ეს ყველაფერი. ბოლო რამოდენიმე შემთხვევაში,მოძალადე ყოფილი ქმარი იყო და რაზე მიუთითებს ეს,მარტო დარჩენის შიშზე კი არა,ყოფილი ცოლის ქმედებებზე მაინც პასუხისმგებლობას,რაც ჩვენ საზოგაოდეაბაში ძალიან ბევრია. როგორ შეიძლება რო ვიღაცის ყოფილმა ცოლმა სხვა კაცთან გააბავს ურთიერთობა,ეს ხო მიჩნეულია რო ყოფილი ქმარის პატივზე მოქმედებს და აქვთ მერე ესეთი რეაქციები. ამგვარი მენტალიტეტით მოძრაობს ერი და ეს ტრაგედია ამ მენტალიტეტის ბრალია. ეს მენტალიტეტი ნაწილობრივ ეკლესიიდან მოდის და იქ მოკალათებული მოძველბიჭო ეპისკოსებიდან. რა არ გვინახია,თუ როგორ დასდევენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მამაოები საცემად ან როგორ მოძღვრავენ მრევლს,ცეცხლით და ტაბურეტით დაიცვან ქრისტეს სარწმუნეობა?! თქვენი აზრით რატომ? ჩემი აზრით,ვიღაცა რას იტყვის მოტივით. რას იტყვიან ვიღაცეები საქართველოზე თუ გეიაღლუმი ჩატარდება და უბრახუნებენ ამ საცოდავებს,ხოლო ამ კონკრეტულ შემტხვევაში,რას იტყვიან უბანში,რას იტყვიან ძმაკაცნი ვიღაცისანი და ამიტომ ხდება ასეთი რაღაცეები.
2022, 26 ნოემბერი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6