x
image
ლელუ
ფემიციდის საზარელი შემთხვევა თერჯოლაში - ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა
image

საზარელი დანაშაული მოხდა თერ­ჯო­ლა­ში. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. შემ­თხვე­ვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "მაგ­ნი­ტში" მოხ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.


ქალი ცე­ცხლის ალში ად­გილ­ზე­ვე და­იწ­ვა და გარდაიცვალა. ადგილზე მყოფი თითმხილველები ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ზოგიერთი მათგანი დაშავდა. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც.


გარდაცვლილ ქალს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.



ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო კაცს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.


შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა - 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ხრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლისხმობს.

0
391
შეფასება არ არის
ავტორი:ლელუ
ლელუ
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0