სისხლის სამართალი ფემიციდის საზარელი შემთხვევა თერჯოლაში - ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა 2022, 25 ნოემბერი, 2:40
საზარელი დანაშაული მოხდა თერჯოლაში. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. შემთხვევა მაღაზიათა ქსელ "მაგნიტში" მოხდა, სადაც გარდაცვლილი მენეჯერად მუშაობდა.
ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა და გარდაიცვალა. ადგილზე მყოფი თითმხილველები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ზოგიერთი მათგანი დაშავდა. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც. გარდაცვლილ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს. 391 შეფასება არ არის
|