ფეხბურთი საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელმა უსაშინლესი ტრავმა მიიღო - სუსტი ნერვების მქონეებს ვთხოვ არ ნახონ სტატიის სურათები 2022, 24 ნოემბერი, 19:02 ![]() საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრივის რინგზე შესაძლოა ასე მძიმედ არ დაშვებულიყო. ყატარში მიმავალი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სიურპრიზებით დაიწყო, მაგრამ ასევე ძალიან სავალალო ფაქტიც მოხდა საუდის არაბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრისას. საუდის არაბეთის ნაკრების წევრმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, ტრავმა არგენტინელი ფეხბურთელების უხეშ თამაშს არ მოჰყოლია, საუდის არაბეთის ნაკრების მცველს ალ-შახრანს, უმძიმესი ტრავმა მიაყენა მისივე ნაკრების მეკარემ ალ-ოვაისმა, რომელიც არგენტინელი თავდამსხმელის მოგერიებისას მუხლით დაეჯახა მისივე ნაკრების ფეხბურთელს. ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. სამწუხაროდ საუდის არაბეთის ნაკრების მცველს იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს, რომ დიდია ალბათობა სამუდამოდ მოუწიოს ფეხბურთის თამაშზე უარის თქმამ. ![]() ![]() აქედან გამომდინარე ფეხბურთელის კარიერა შესაძლოა ამ ტრავმას შეეწიროს. დაზიანებული ფეხბურთელის ტრავმა ასე გამოიყურება. ![]() +14 126 4-ს მოსწონს |