x
მეტი
  • 20.12.2024
  • სტატია:138930
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512505
სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ თქვენს ღვიძლს სასწრაფოდ გაწმენდა ესაჭიროება (+ გაწმენდის 3 რეცეპტი)

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, იმის განსაზღვრას შეძლებთ, თუ რა რაოდენობის ტოქსინებია თქვენს ორგანიზმში და ესაჭიროება, თუ არა, მას დახმარება?

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა და ის უპირველეს ყოვლისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილად მიიჩნევა. მაგრამ, მას სხვა ფუნქციებიც გააჩნია. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ფილტრის ფუნქციაა – ის საკვებიდან, სასმლიდან, სასუნთქი ორგანოებიდან თუ კანიდან, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნივთიერებებს ფილტრავს და მთელი ეს ტოქსინები ჯერ ღვიძლში ილექება, ხოლო შემდეგ, წყლის მეშვეობით ირეცხება – ღვიძლის თვითგაწმენდა ხდება. მაგრამ, ისეც ხდება, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერების მოხვედრის შემთხვევაში, ღვიძლი გაწმენდას ვერ ასწრებს და ამ ნივთიერებების დაგროვებას ცხიმოვან უჯრედებში იწყებს. შედეგად, პრობლემა ჯერ მას ექმნება, ხოლო შემდეგ, – ჩვენ.


image


ღვიძლის მდგომარეობა, პირველ რიგში, ჩვენი კვების რაციონზე და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. მასზე ნეგატიურად მოქმედებს ალკოჰოლური სასმელი, ნარკოტიკი, გაზიანი სასმელი, ფასტფუდი და ცხიმიანი საკვები; ასევე პროდუქტები, რომლებიც საკვებ დანამატებს (არომატიზატორები, საღებავები და ა. შ.) შეიცავს. გარდა ამისა, ღვიძლს არ უყვარს შემწვარი საკვები.

როდესაც ღვიძლს პრობლემა ექმნება და არ შეუძლია მისი საკუთარი ძალებით მოგვარება, ის სიგნალს იძლევა, რაც სიმპტომებში აისახება.

აქ სწორედ, იმ 12 სიმპტომს წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვით, შეგვიძლია იმის გაგება, აქვს, თუ არა ღვიძლს პრობლემა და ესაჭიროება თუ არა მას დახმარება.



image


I. ტკივილი მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვეშ (ზუსტი ადგილი იხ. სურათზე). ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან მწვავე.

II. ქვედა კიდურების და ტერფების შეშუპება.

III. მადის დაკარგვა. მას შეიძლება თან, გულისრევის შეგრძნება, ღებინება და წონის დაკარგვა ერთოდეს.

IV. წონის მატება. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემდეგ, მადის დაქვეითების მიუხედავად, ჭარბი წონის დაგროვება ხდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ზემოთ ხსენებული სიმპტომი არ აწუხებს და საკვები ერგება.

V. ცუდი სუნი პირიდან და სიმწარის შეგრძნება პირის ღრუში. ეს სიმპტომი კუჭის ან ღვიძლის პრობლემასთან არის დაკავშირებული.

VI. ალერგია. ის მაშინ ვითარდება, როდესაც ღვიძლი გადატვირთულია და ძალიან ნელა მუშაობს. შედეგად, კანზე სიწითლე ჩნდება და ადამიანს ქავილი ეწყება.

VII. კანის და თვალების გაყვითლება – სიყვითლე.

VIII. მუქი ფერის შარდი.

IX. სისხლძარღვთა ასტერიკები (ვარსკვლავისებური კაპილარული სისხლჩაქცევები) სხეულზე. თუ შეამჩნიეთ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, კანქვეშ კაპილარები სკდება, ეს, ერთმნიშვნელოვნად, ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებს.

X. ქრონიკული დაღლილობა. ღვიძლი ადამიანს ენერგიით უზრუნველყოფს. ხოლო, თუ ორგანო დაავადებულია, ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

XI. სარძევე ჯირკვლების გადიდება (ეს მამაკაცებსაც ეხებათ).

XII. უძილობა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.


დიაგნოსტირება


ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემის დიაგნოსტირება ლაბორატორიულ პირობებში ხდება. ეს მეთოდი ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის დადგენის საშუალებას იძლევა.

ღვიძლის კვლევა, მუცლის ღრუს ექოსკოპიის მეშვეობითაც შეიძლება. აღნიშნული პროცედურის ჩატარების დროს, ადამიანი მშიერი უნდა იყოს, საუკეთესო ვარიანტი, ამისთვის, რა თქმა უნდა, დილის საათებია. გარდა ამისა, ზუსტი სურათის მისაღებად, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებაც აუცილებელია:

ექოსკოპიის გაკეთებამდე 3 დღით ადრე, კვების რაციონიდან იმ პროდუქტების ამოღებაა საჭირო, რომელიც ნაწლავებში გაზების წარმოქმნას იწვევს. ასეთებია: უმი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები (ლობიო, ბარდა), შავი პური, რძე და გაზიანი სასმელები.

ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაში, კვლევის ჩატარების წინა დღეს, საჭიროა პრეპარატის მიღება, რომელიც ნაწლავებში გაზების შემცირებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს აქტიური ნახშირი, ან ნაწლავების სხვა სორბენტები (წამალი ექიმთან კონსულტაციით ინიშნება).


P.S. ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. აქ წარმოგიდგენთ 3 მათგანს, რომელიც ყველაზე მარტივი და ამავდროულად, ეფექტურიც არის. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მექსიკაში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

* პერუში აღმოჩენილმა გასაღებმა, შეიძლება, ღმერთების სამყაროს კარიბჭე გახსნას

* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად

* როგორ იქმნება ფოტო–შედევრები? – ფოტოგრაფმა გადაღების პროცესი გაასაჯაროვა (25 ფოტო)

* უჩვეულო და სასარგებლო ნივთები, რომლის შეძენა ნამდვილად მოგინდებათ

* 205 მილიონიანი ინვესტიცია და ასობით მიტოვებული სასახლე

* სასტუმრო Wickerham Inn–ის მოჩვენების ისტორია



1
680
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
680
  
2022, 9 დეკემბერი, 4:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1