x
image
მანანა თურმანიძე
უკრაინელებმა მიტოვებული დაჭრილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს და საკვები მისცეს
უკრაინაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დაჭრილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს და მას საკვები მისცეს. ახალგაზრდა ჯარისკაცი, სახელად მიშა, პოდმოსკოვიედან არის, როგორც თავად ამბობს.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკრაინელი სამხედროები ცივილურად, ჰუმანურად ექცევიან რუს დაჭრილებს და ტყვეებს. ისინი მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ, კვებავენ და ოჯახებთან დაკავშირების უფლებასაც კი აძლევენ.


ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ რუსეთის ფედერაცია თავად დაესხა თავს მშვიდობიან უკრაინას გასული წლის თებერვალში და მას შემდეგ შეუწყვეტლად ბომბავს უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს. მიუხდევად იმ სისასტიკისა, რომელსაც რუსი ჯარისკაცები იჩენდნენ და დღემდე იჩენენ უკრაინელების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უფეთქებენ ელექტროსადგურებს და უნადგურებენ ინფრასტრუქტურას, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინის მოსახლეობა, რადგან მათთვის ჩვეული მკაცრი ზამთრის პირობებში უსპობენ ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის ყველანაირ საშუალებას, მაინც ასეთი ჰუმანურობით გამოირჩევიან უკრაინელები თავდამსხმელების მიმართ. ეს სურგრძელობა, მიმტევებლობა და შემწყნარებლობა უდაოდ ღირსეული საქციელია და აღფრთოვანებას იწვევს ჰუმანურ, კაცთმოყვარე ადამიანებში, მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში.


მთავარია ადამიანს ახსოვდეს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში არ უნდა გაბოროტდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს მის თავს. ბოროტებას ისევ ბოროტება მოაქვს და მას მხოლოდ სიკეთით თუ აღკვეთავ. სიკეთე კი აუცილებლად გადაარჩენს სამყაროს. აი რას ნიშნავს პოსტულატი ქრისტიანული სწავლებიდან - "გიყვარდეს მტერი შენი"!




4
19
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
19
  
2022, 23 ნოემბერი, 11:37
დაშოშმინდით, ფოტო მე არ დამიდია, სისტემის შეცდომაა, თქვენს უზრდელობაზე კი, თუ ფიქრობთ ნერვები ამეშლება, ძალიან ცდებით, ასეთები მებრალება!
2022, 23 ნოემბერი, 11:34
უკვე გითხარით, რომ მებრალებით. ახლა განგიმარტავთ - ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ, ბოროტებისგან სულ მთლად შეიშალეთ, თავს ვეღარ აკონტროლებთ, ვწუხვარ!
2022, 22 ნოემბერი, 18:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 ნოემბერი, 18:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4