x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"სულ სახლშია და არ ხვრინავს "-ბულგარეთში შექმნეს კაცის შემცვლელი მარტოხელა ქალებისთვის
image

ბულგარეთში შექმნეს არაჩვეულებრივი ფუმფულა სათამაშო Loving Bear Puffy - 174 სანტიმეტრი სიმაღლით და ათლეტური მამაკაცის სხეულის პროპორციებით.აღსანიშავია, რომ ამ რბილ საოცრებას დათვის თავი აქვს.




„ის შეცვლის ადამიანის ფიზიკური ყოფნის საჭიროებას ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში და სიტუაციებში, განსაკუთრებით მარტოსულებისთვის გრძელ მოსაწყენ ღამეებს“, - ნათქვამია სათამაშოების მწარმოებლის ვებსაიტზე.

image


"მამაკაცის შემცვლელის" შემქმნელის, ტონია ბერდანკოვას თქმით, დათვის საწოლში ყოფნამ შეიძლება მარტოხელა ქალი მწარე ფიქრებისგან გაათავისუფლოს, გადაიტანოს ყურადღება და თავდაჯერებულობა შესძინოს. ასევე ის არ ხვრინავს, არ ქაჩავს საბანს თავისკენ, არ წუწუნებს და მოთმინებით უსმენს საყვარელ ქალს.


სათამაშო დამზადებულია ისე, რომ მას შეგიძლიათ ჩააცვათ მამაკაცის ტანსაცმელი და ასევე დაისვათ მაგიდასთან.


სათამაშოების მწარმოებლები ზრდიან თავიანთ შესაძლებლობებს და ადასტურებენ, რომ მათი პროდუქტი ყველაზე პოპულარულია სკანდინავიაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში.


Puffy-ის ღირებულება არ არის კატასტროფული და შეადგენს მხოლოდ 160 აშშ დოლარს.


image

"ალბათ ყველაზე სამწუხარო რამ ამ დათვში არის შეხსენება იმისა, თუ რატომ არ გყავთ ცხოვრებაში ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ და გქონდეთ გულწრფელი მხარდაჭერის იმედი", - ამბობს "დათვი- ქმრის" ერთ-ერთი მფლობელი ირამ რამზანი. თუმცა დანარჩენი ყველაფრით სრულიად კმაყოფილია.

3
654
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
654
  
2022, 20 დეკემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 3 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3