ტექნოლოგიური სიახლეები "სულ სახლშია და არ ხვრინავს "-ბულგარეთში შექმნეს კაცის შემცვლელი მარტოხელა ქალებისთვის 2022, 21 ნოემბერი, 12:06 ![]() „ის შეცვლის ადამიანის ფიზიკური ყოფნის საჭიროებას ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში და სიტუაციებში, განსაკუთრებით მარტოსულებისთვის გრძელ მოსაწყენ ღამეებს“, - ნათქვამია სათამაშოების მწარმოებლის ვებსაიტზე. ![]() "მამაკაცის შემცვლელის" შემქმნელის, ტონია ბერდანკოვას თქმით, დათვის საწოლში ყოფნამ შეიძლება მარტოხელა ქალი მწარე ფიქრებისგან გაათავისუფლოს, გადაიტანოს ყურადღება და თავდაჯერებულობა შესძინოს. ასევე ის არ ხვრინავს, არ ქაჩავს საბანს თავისკენ, არ წუწუნებს და მოთმინებით უსმენს საყვარელ ქალს. სათამაშო დამზადებულია ისე, რომ მას შეგიძლიათ ჩააცვათ მამაკაცის ტანსაცმელი და ასევე დაისვათ მაგიდასთან. სათამაშოების მწარმოებლები ზრდიან თავიანთ შესაძლებლობებს და ადასტურებენ, რომ მათი პროდუქტი ყველაზე პოპულარულია სკანდინავიაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში. Puffy-ის ღირებულება არ არის კატასტროფული და შეადგენს მხოლოდ 160 აშშ დოლარს. ![]() 662 2-ს მოსწონს
|