x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 პორნომსახიობი, რომლებმაც ჰოლივუდის დიდ ეკრანებამდეც მიაღწიეს

image
ყველას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს თავისი ცხოვრების კურსი სრულიად განსხვავებული მიმართულებით. მთავარი მონდომებაა. ამ ლამაზმანებმა ცხოვრების სხვადასხვა მიზეზის გამო კარიერა ზრდასრულთა ფილმებში დაიწყეს, მაგრამ როცა გადაწყვიტეს კარიერის დასრულება და დიდ კინოში გადასვლა, მოელოდნენ, რომ დაცინვის სამიზნეები გახდებოდნენ, მაგრამ გაბედეს და დიდ ეკრანებზე დაიმკვიდრეს თავი:

1. საშა გრეი

ბუნებრივია, ეს რეიტინგი მისით უნდა დაწყებულიყო. მან ძალიან მცირე ასაკში გადაწყვიტა კონკრეტული პროფესიის არჩევა. ამ სფეროში წარმატების მიღწევის შემდეგ, იგი შენიშნა ჰოლივუდის რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა, რომელმაც მსახიობი მიიწვია სათამაშოდ ფილმში “გოგონა გამოძახებით". სწორედ ამ ფილმის შემდეგ გადაწყვიტა გრეიმ ძველი კარიერის მიტოვება და ახლის დაწყება. ახლა საშა აქტიურად არის ჩართული მუსიკაში, მუშაობს მოდელად, თამაშობს დიდ ფილმებში და ცდილობს მწერალიც კი გახდეს.imageimageimage

2. სიბელ კეკილი

ბევრი ადამიანი იცნობს ამ გერმანელ მსახიობს სერიალიდან Game of Thrones, რომელშიც მან ტირიონ ლანისტერის საყვარელი შაის როლი შეასრულა. მისი ცხოვრება დრამატულ ზღაპარს ჰგავს ბედნიერი დასასრულით. ოდესღაც მას საარსებო მინიმუმის გამომუშავებს სხვადასხვა გზით უწევდა: კარისკაცად, დამლაგებლად, პრომოუტერად და გამყიდველად მუშაობდა, ასევე დილარას ფსევდონიმით ზრდასრულთა ფილმებში მონაწილეობდა. ბედმა სრულიად შემთხვევით გაუღიმა მსახიობს. ერთ დღეს, კიოლნის სავაჭრო ცენტრში, ის კასტინგის მენეჯერმა შენიშნა და ქასთინგში მონაწილეობა შესთავაზა. შედეგად, სიბელმა მიიღო მთავარი როლი ფატიჰ აკინის როლი ფილმში Head-On, რომელმაც შემდგომში 2004 წელს ბერლინის კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა...

imageimageimage

3. ტრეისი ლორდსი

ტრეისი ლორდსი ზრდასრულთა კინოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნებაა. გაუპატიურებისა და აბორტის შემდეგ, 16 წლის ასაკში ის აყალბებს საბუთებს და იწყებს პორნოფილმებში მონაწილეობას. მაგრამ ახლა მისი რეპერტუარიდან არაფერია ხელმისაწვდომი მაყურებლისთვის, გარდა, ალბათ, მისი ბოლო ფილმის მოზრდილებისთვის, სადაც ის უკვე 18 წლისაა. ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც FBI-მ გამოავლინა, რომ მსახიობმა ყალბი დოკუმენტები გამოიყენა, დაიწყო უზარმაზარი სკანდალი, ბევრი აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და არალეგალური ბიზნესის მსხვერპლად წარმოდგენილი ტრეისი დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიო ამბების გმირი. ამის შემდეგ ლორდსმა მიიღო პროფესიული სამსახიობო განათლება და შედარებით წარმატებული კარიერა დაიწყო. მისი ნახვა შეგიძლიათ, მაგალითად, ფილმებში Cry-Baby, The Hangover, Blade, Zack და Miri Make a Porno. 2003 წელს მსახიობმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია Traci Lords: Underneath It All, რომელიც მოხვდა New York Times-ის ბესტსელერების სიაში.
imageimageimage

4. შუ ცი

ვინ იფიქრებდა, რომ საყვარელმა გოგონამ ფილმიდან "გადამზიდი" კარიერა ზრდასრულთა ფილმებში დაიწყო?! ტაივანელმა მსახიობმა შუ ციმ ადრევე გააცნობიერა, რომ მას სურდა რაღაც სრულიად განსხვავებული მისი ცხოვრებიდან და წარმატებით შეძლო დრამატული გადასვლა ზრდასრულთა კინოს სამყაროდან გლობალურ კინოინდუსტრიაში. ახლა მსახიობი წარმატებით ღებულობს როლებს აღმოსავლურ ფილმებში, გარდა ამისა, არაერთხელ გამოჩნდა ამერიკულ ფილმებშიც.imageimageimage

5. დანი ვერისიმო

ფრანგი მსახიობი დანი ვერისიმო მხოლოდ წელიწადნახევარი იყო პორნოინდუსტრიაში. შემდეგ კინორეჟისორებმა შეამჩნიეს ის და როლებზეც მიიწვიეს. კინოპროდიუსერმა ლუკ ბესონმა მთავარი გმირის დის როლი ფილმში “13-ე რაიონი'' სპეციალურად ვერისიმოსთვის შექმნა. imageimageimage










0
1331
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0