"გარემოცვის „დასუფთავებას“ იწყებს და ვხედავ დიდ.... " - რა სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს ლელა კაკულია
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2022 წლის 16 ნოემბერის უახლესს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი 2 რაკეტის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მსოფლისო სხვა ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "პოლიტიკურ თამაშს" უწოდებს. ლელა კაკულიას თქმით, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტები სწორედ რუსულმა მხარემ ჩამოყარა და უკრაინული თავდაცვის სისტემა აქ არაფერ შუაშია:
"ლელა კაკულია: ბაიდენისა და მსოფლისო სხვა ლიდერების დღევანდელი განცხადებები პოლიტიკური თამაშია და სიმართლეს არ შეესაბამება! ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება - 2022 წლის 16 ნოემბერი, 16:07 საათი
მეგობრებო,
პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელში მომხდარ სარაკეტო ინციდენტს უკვე მოჰყვა „მძიმეწონოსან“ პოლიტიკოსთა შეფასებები. მათ შორის არიან: აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის პრეზიდენტი ოლაფ შოლცი, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები — რიში სუნაკი და ჯასტინ ტრიუდო.
ისინი ახლა უკვე ლამის ერთ ხმაში იმეორებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის სარაკეტო ინციდენტში რუსეთის ბრალი არ იკვეთება, და რომ აფეთქება უკრაინული ანტისარაკეტო სისტემის მუშაობის შედეგად მოხდა, რომელიც საკუთარ ტერიტორიას იცავდა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იგივე განაცხადა თავად პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, რომელმაც რაკეტების ჩამოვარდნა საბოლოოდ „უბედურ შემთხვევად“ შეაფასა. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. და თუ როგორა საქმე სინამდვილეში, ამ კითხვაზე პასუხი ქალბატონმა ლელამ დღეს, სულ ცოტა ხნის წინ გაგვცა.
ლელა კაკულია:
ბაიდენის დღევანდელი განცხადება პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებთ, თითქოს ეს უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგი იყო და რუსეთს მათთან კავშირი არ აქვს, არის წმიდა პოლიტიკური თამაში და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა ამისა, ეს სიტყვები არანაირად არ შეეფერება არსებულ ვითარებას. არანაირი შეცდომა და „უბედური შემთხვევა“ არ მომხდარა, უკრაინული თავდაცვის სისტემა არაფერ შუაშია — ეს რუსული რაკეტები იყო! ეს შესანიშნავად იციან თავად მსოფლიო ლიდერებმა და ნატომაც, მაგრამ ახლა ამის აღიარება არ აწყობდათ, იმიტომ, რომ ასეთ შეთხვევაში ალიანსს ომის გამოცხადება მოუწევდა რუსეთისთვის.
ჰოდა, რახან მსოფლიოს უპირველესი ზესახელმწიფოს ლიდერმა ასეთი განცხადება გააკეთა, რუსეთი ისევ ჩამოყრის რაკეტებს პოლონეთში — თუ გუშინ ორი რაკეტა ისროლა, ახლა ოთხს ისვრის. და არავინ იფიქროს, რომ პუტინი ამას ვერ გაბედავს. ისე გაბედავს, როგორც დაგიბარებიათ. მაგრამ ეს დამანგრეველი ნაბიჯი იქნება თავად რუსეთისთვის, რომელიც ახლა უკვე ისედაც ჩაძირულია. ასე რომ, პუტინი რაკეტების ჩამოყრით, ასე ვთქვათ, აღარაფერს კარგავს. თუმცა პოლონეთს ვერაფერს დაუშავებს — ღმერთი იფარავს და იცავს ამ ქვეყანას და ის ამ ვითარებიდან გამოძვრება. სამაგიეროდ უკვე ნატო ააჟღარუნებს იარაღს და ეს კი ნამდვილად შეაშინებს პუტინს.
ვიმეორებ: მსოფლიო ლიდერების დღევანდელი განცხადებები, ანუ პოლიტიკური თამაში, გზას უხსნის რუსეთს. ჰოდა, სწორედ აქედან წამოვა დიდი დარტყმა — ნატოს ჯარები!
და არ დაგავიწყდეთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება: რუსეთის არმია გარბის საკუთარი მიწების დასაცავად! კიდევ ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შეფი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პუტინი ძალიან ენდობა, პრეზიდენტის გარემოცვას დაარტყამს. მაგალითად, ვალენტინა მატვიენკოს, რომლის უკანაც მთელი კლანი დგას და რომელიც პუტინს დიდად არ ემორჩილება, ასევე პეტერბურგის გუბერნატორსა და სხვებს. ამაზე პრიგოჟინს პუტინისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული.
მოკლედ რომ ვთქვა, „ვაგნერის“ შეფი პრეზიდენტის გარემოცვის „დასუფთავებას“ იწყებს და ვხედავ დიდ შეჯახებებს. პროგოჟინი, რომელსაც თავისი კერძო არმია ჰყავს და თავადაც საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, შეეჯახება რუს ძალოვან მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მართლა არაფერში ვარგიან — მარტო ფულს აკეთებენ და არმიაზე არც უზრუნიათ. და კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაც გაიხსენეთ: რუსეთის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები!" - ვკითხულობთ ლელა კაკულიას პოსტში.