x
image
თამილა გურაშვილი
დარეჯან მეფარიშვილი: "თქვენ გაგიმარჯოთ ჟურნალისტებო, გუშინ სოზარის რომ გრანტიჭამიას ეძახდით და დღეს უკანალს უკოცნით.."
image "1. ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება – "ხალხის ძალა".


2. უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტს ბუნებრივ საფრთხეს უქმნის, ეს მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს - "ხალხის ძალა".


ეს ციტატები "ხალხის ძალამ" რომ განცხადება გაავრცელა, აი, იმ განცხადებიდანაა. ბედის ირონიაა და თუ ამერიკული დაფინანსების დიდი ნაწილი აგენტურას ხმარდება, მაშინ სოზარ სუბარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოფილა ამერიკის აგენტი! არა, ეს მე კი ვიცოდი, მაგრამ თქვენ ხომ მასში ხალხის ძალას ხედავთ, ჰოდა, ჰალალია თქვენთვის, ჩემნაირებმა რა დავაშავეთ, თორემ. რაც სუბარს ამერიკული გრანტები აქვს აღებული, ერთ კი არა, აგენტების ბატალიონს ეყოფა.


სოზართან ერთად გრანტებს იღებდნენ მისი გაზეთის ყველა ჟურნალიტი, ზურა ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით.



ზოგიერთი პოლიტდევნილადაც კი აქცია სუბარმა და დააბინავა, ზოგი სად დაბინავდა თავად მოიკითხეთ.


ეს ერთი, ახლა N2. მეორე ციტატა, უფრო დახვეწილ და სამართლებრივად გამართულ ფორმაში, თავის დროზე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა თქვა.


ამ განცხადების გამო, ბალუაშვილზე სააკაშვილმა თქვა, რომ მან "ებრაელებით გაავსო პროკურატურა" და რომ ისინი არიან კორუმპირებულები და ამიტომ უნდათ არასამთავრობო სექტორი ჩამოშალონ.


სააკაშვილის ეს განცხადება აიტაცეს ჟურნალისტებმა, მათ შორის, სოზარ სუბარმა, რომელიც ამ დროს ზურას და მიშას ხელდასმით ამერიკული გრანტებით იკვებებეოდა.


ამ ციტატის გაგრძელება, ასევე დახვეწილ და სამართლებრივ ფორმაში გენპროკურორმა გია მეფარიშვილმა თქვა. გია მეფარიშვილის დროს სს საქმის გამოძიება დაიწყო გრანტების არამიზნობრივი ხარჯვის გამო და სოზარ სუბარის გარდა, დღეს რომ ქოცებს გუნდრუკს უკმევს, აი, ის ყოფილი პოლიტპატიმარიც და ბევრი სხვა, დაიბარეს გამოკითხვაზე.


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მეშვეობით, არასამთავრობო სექტორმა, რომლებზეც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გრანტებს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ, დიდი ამბავი ატეხა.


საელჩომ პროკურატურას უარი უთხრა დოკუმენტაციის მიწოდებაზე. ბოლოს თეთრ მელას დაურეკეს. შემდეგ აქციები დაიწყო "გრანტიჭამია" სასტავმა და საბოლოოდ გია მეფარიშვილი გადადგა. ესაა ფაქტები! და კიდევ ერთი, იმ პერიოდში ჟურნალისტთა ერთი ნაწილი იზიარებდა პროკურატურის პოზიციას, გრანტების გაცემის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის შესახებ და მხარს უჭერდა გამოძიების დაწყებას.


დღეს, აი, ამ ჩემს სტატუსს ისინი, ზუსტად ვიცი, წაიკითხავენ. ძალიან მაინტერესებს რომელიმე მათგანი თუ დააკომენტარებს და რატომ მაინტერესებს, ამას თავად მიხვდით.


თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ ფაქტების სიწორეში, მართალი კაცია გია მეფარიშვილი და ვენედი ბენიძე, კითხეთ მათ, ეგებ იმაზე მეტი გითხრათ, რაც მე ვთქვი... მოკლედ და გასაგებად.


თქვენ გაგიმარჯოთ ჟურნალისტებო, გუშინ სოზარის რომ გრანტიჭამიას ეძახდით და დღეს უკანალს უკოცნით. როგორც არ უნდა დაიბანოს, ხომ იცით რომ ბინძური აქვს!! - " წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი.

0
186
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0