x
image
თამილა გურაშვილი
ალექსანდრე ახალკაცი: "მუდამ გახსოვდეთ...ბევრ ოჯახში პური ენატრებათ.."

image

"შეჭამეთ ერთი ნაჭერი მწვადით ნაკლები, შეუკვეთეთ ერთით ნაკლები ხინკალი, დალიეთ ერთი ჭიქით ნაკლები სასმელი! მუდამ გახსოვდეთ როცა ქონიან ხელებს მუცელზე იტყაპუნებთ ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ოჯახში პური ენატრებათ, ბევრი ბავშვი მშიერია, სკოლაში დახეული ტუფლებით დადიან...


შვილებს რომ ცენტრებში უხდით დაბადების დღეებს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, აჩუქეთ ბავშვებს ემოციები, მაგრამ ის მშობლებიც გახსოვდეთ სახლში შესვლას სიკვდილი რომ ურჩევნია, რადგან, შვილს დაბადების დღე აქვს და მან კი საჩუქარი კი არა, პურიც ვერ მიუტანა...


თვეში ერთხელ მაინც გააჩერეთ თქვენი ავტომობილი და იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, საწვავის თანხა კი, რომელსაც დაზოგავთ სხვებს უწილადეთ. თვეში ერთხელ, ერთი დღე მაინც მოიქეცით, მოვიქცეთ ყველა და დამიჯერეთ მშიერი ბავშვები მალე აღარ გვეყოლებიან!


სამშობლოს სიყვარული სადღეგრძელოები არაა, სამშობლოს სიყვარული შენი ხალხისთვის სამსახურია! სულ მცირედით დავიწყოთ და დამიჯერეთ ისეთ სიამოვნებას მიიღებთ ამას ყოველ თვე, მერე ყოველ კვირა და ბოლოს ყოველ დღე გააკეთებთ. ხვალინდელი დღე არავის გვაქვს გარანტირებული, ამიტომ დავიწყოთ ეს დღესვე!" - წერს უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0