დიეტოლოგია 12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის 2022, 18 ნოემბერი, 8:59 მათთვის, ვინც სავარჯიშო დარბაზში დადის და ფიზიკურ ფორმაზე შრომობს, კვების საკითხი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. არავის სურს, რომ მთელი ძალისხმევა არასწორი დიეტის გამო უშედეგო იყოს.
თუმცა თამამად შეგიძლიათ მიიღოთ ეს 12 პროდუქტი და თქვენი ფორმების დარღვევის არ შეგეშინდეთ. ეს პროდუქტები არათუ არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ, არამედ სასურველი შედეგის სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. 1. მოცვი რატომ უნდა ჭამოთ: მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კუნთებს ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში ეხმარება. როგორ ჭამოთ: დაუმატეთ სმუზს, ხაჭოს ან უბრალოდ ცალკე შეჭამეთ. 2. მარცვლოვანი ხაჭო რატომ უნდა ჭამოთ: ხაჭო შეიცავს უამრავ კაზეინს, ანუ ნელ ცილებს. როგორ ჭამოთ: სამხარზე მიირთვით. თუ უბრალო ხაჭო არ გიყვართ, კენკრა ან ხილი დაუმატეთ.3. კვერცხი რატომ უნდა ჭამოთ: კვერცხი პროტეინის შესანიშნავი წყაროა. როგორ ჭამოთ: საუზმეზე მიირთვით. მოთუშული ბოსტნეულთან ერთად შეჭამეთ, ომლეტი გააკეთეთ და ა.შ.4. სოიო რატომ უნდა ჭამოთ: პროტეინს, უჯრედის და ანტიოქსიდანტს შეიცავს. მასთან ერთად ბევრი მარილი არ შეჭამოთ, რომ ორგანიზმი არ გააუწყლოვოთ. როგორ ჭამოთ: სოიოს რძე პროტეინის კოქტეილს დაუმატეთ ან ტოფუ იყიდეთ.5. მთელი მარცვლეული რატომ უნდა ჭამოთ: მონელებას დიდი დრო სჭირდება, ანუ დიდი ხნით დანაყრდებით. როგორ ჭამოთ: ვახშმად ყავისფერი ბრინჯი მოხარშეთ ან საუზმეზე შვრიის ფაფა მოამზადეთ.6. წიწიბურის იოგურტი რატომ უნდა ჭამოთ: საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. ჩვეულებრივ იოგურტზე მეტ პროტეინს შეიცავს. როგორ ჭამოთ: იოგურტს კენკრა, თაფლი ან კაკალი დაუმატეთ. იდეალური წასახემსებელია.7. ნუში რატომ უნდა ჭამოთ: E ვიტამინს, პროტეინს, სასარგებლო ცხიმს და უჯრედისს შეიცავს. როგორ ჭამოთ: ნუში წიწიბურის იოგურტს დაუმატეთ ან ისე მიირთვით.8. ბანანი რატომ უნდა ჭამოთ: კალიუმით მდიდარია. სიმძიმის შეგრძნებას აქრობს. უხეში ბოჭკოების მარაგს ავსებს. მისი დეფიციტი კი მუცლის შებერილობას იწვევს. როგორ ჭამოთ: ბანანის ნაჭრები შვრიის ფაფას დაუმატეთ ან ისე მიირთვით.9. კაიენის წიწაკა რატომ უნდა ჭამოთ: კალორიებს წვავს. კუჭის პრობლემების დროს მასზე უარი თქვით. როგორ ჭამოთ: თითქმის ყველაფერს შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, ომლეტი შეკაზმეთ.10. კოჭა რატომ უნდა ჭამოთ: საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, შებერილობას აქრობს. ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, იმუნურ სისტემას ეხმარება. სითბოს გამოყოფას ხელს უწყობს, ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს ხელს უწყობს. როგორ ჭამოთ: ჩაი კოჭით და თაფლით დალიეთ.11. საზამთრო რატომ უნდა ჭამოთ: კალიუმის წყარო. დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ამიტომ კარგი შარდმდენია. როგორ ჭამოთ: ისე უბრალოდ ან კუბებად დაჭერით და გაყინეთ.12. ნიახური რატომ უნდა ჭამოთ: ერთი ღერო ნიახური მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს. ნომერ პირველი დიეტური პროდუქტია. როგორ ჭამოთ: ვაშლის და ნიახურის სალათი, კრემსუპი გააკეთეთ ან ხორცთან ერთად ჩაშუშეთ.ასევე დაგაინტერესებთ: 1. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ 2. ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა 3. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ 4. 4 შეცდომა, რის გამოც შვრიის ფაფა კალორიული ბომბი ხდება 5. 6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ღამით ჭიქაში გაჩერებული წყლის დალევა 6. გიყვართ მაკარონი? ამ ხრიკით კერძის კალორიულობას შეამცირებთ 758 1-ს მოსწონს |