x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ, კედელი იწვის, ჰოდა, ფრთხილად!" - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ადმინისტარაცია პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ლელა კაკულიას 2022 წლის ზაფხულის ხილვის შესახებ ახსენებს. ცნობისთვის, ცნობილი წინასწარმეტყველი რამდენიმე თვის წინ პოლონეთში რუსეთის მიერ ბომბის ჩამოგდებას პროგნოზირებდა:


"მეგობრებო,


ალბათ უკვე იცით, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პრჟევოდუვში გუშინ, 15 ნოემბერს, რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, მათ არ გააჩნიათ „მკაფიო მტკიცებულებები, თუ კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რუსული წარმოების რაკეტა იყო“.



რაღა თქმა უნდა, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ინციდენტთან კავშირს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა. ამ დროისათვის მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკელი ექსპერტების ჩართვა შესთავაზა გამოძიებაში. იმედია, სპეციალისტები დაადგენენ, ვინ და საიდან გაუშვა რაკეტა, რომელსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდა. თუმცა ჩვენი მკითხველებისთვის ექსპერტების დასკვნის გარეშეც გასაგებია, ვინც არის მომხდარის „ავტორი“. ამის შესახებ ქალბატონი ლელა კაკულია ჯერ კიდევ 2022 წლის 18 ივლისს აფრთხილებდა პოლონეთს.


იმ დღეს ის მარტვილის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წარმოთქვა კიდეც შესაბამისი წინასწარმეტყველება. ქვემოთ ამ ჩანაწერსაც შეგახსენებთ და ასევე 21 ივლისს წარმოთქმულსაც, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია ჩვენს YouTube-არხსა და ამავე გვერდზეც.


???? 2022 წელი, 18 ივლისი

მაწუხებს ის, რომ რუსეთს მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული - გადაწყვიტა პოლონეთის დაბომბვა. რუსეთი არ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება.მაგრამ რუსეთი პოლონეთში ომს ვერ გაშლის. კი დაარტყამს, მაგრამ, ასე ვთქვათ, მხოლოდ რამდენიმე ბომბს ჩამოაგდებს. ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს — ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი საბოლოოდ გაცოფდებიან და რუსულ დათვს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ბუნაგში შეტენიან...

რუსეთი პოლონეთს ვერ დაანგრევს, ვერ გააკეთებს იმას, რაც უკრაინაში გააკეთა - მთელი რეგიონები რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.

მე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს პოლონეთზე შეტევა აქვს ჩაფირებული და ბომბს ესვრის-მეთქი, თორემ ფართომასშტაბიანი ომი, მასიური ნგრევა და მსხვერპლი არ დამინახავს - ასეთი რამ პოლონეთს არ აწერია ბედისწერაზე.

პოლონეთი გადარჩება!

კადიროვის მუქარის პასუხად, რომ ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ამუშავებენ და კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია, ვიტყვი: ადამიანი ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს!


???? 2022 წელი, 21 ივლისი



რუსეთი პოლონეთს ვერ დაანგრევს, ვერ გააკეთებს იმას, რაც უკრაინაში გააკეთა - მთელი რეგიონები რომ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა. მე ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს პოლონეთზე შეტევა აქვს ჩაფირებული და ბომბს ესვრის-მეთქი, თორემ ფართომასშტაბიანი ომი, მასიური ნგრევა და მსხვერპლი არ დამინახავს - ასეთი რამ პოლონეთს არ აწერია ბედისწერაზე. პოლონეთი გადარჩება! კადიროვის მუქარის პასუხად, რომ ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას ამუშავებენ და კიევის აღების შემდეგ რიგში პირველი პოლონეთია, ვიტყვი: ადამიანი ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპლა მერე დაიძახოს!


ვხედავ ნატოს ჯარების მობილიზაციას და ამ ძალას რუსეთი ვერ მოერევა - ანახებენ, როგორ უნდა ბომბის სროლა.

მე 2008 წლის 1 მარტის წინასწარმეტყველებაში მიწერია: ვხედავ, კრემლის ერთი კედელი იწვის, ფეთქდება-მეთქი. ჰოდა, ფრთხილად, რუსეთო!"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა განაცხადა, რომ რაკეტა მისი არ იყო. ის რომ რაკეტა არა რუსული, არამედ უკრაინული იყო პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დღეს განაცხადა.


მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "პოლონეთში რაკეტა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მუშაობის შედეგად ჩამოვარდა". ამის შესახებ ბაიდენმა ინფორმაცია "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებსაც მიაწოდა.




0
301
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
301