x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შეუვარდე და გამოვლანძღო“ - რას წერს ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:


"ევროპის საბჭოში ერთი უსაყვარლესი თანამშრომელი მყავდა, ბოსნიელი იყო – ასაკოვანი კაცი.


ერთხელ დავადექი, ყავა დავლიოთ მეთქი და მოიცა მეილებს ვპასუხობო, გაცოფებული იყო.


მეთქი რა მოხდა – და გამაგიჟესო, პენისის დაგრძელებას მთავაზობენ და ვერ გავაგებინე რომ გრძელი მაქვს და ნაყოფიერიო.


ვერც მე გავაგებინე ვერაფრით, რომ სპამია და გაეშვას – ნუ თან ისე ვხარხარებდი, რას გაიგებდა.

ხოდა ახლა, ფეისბუქის ალგორითმი ასაკის შესაფერის რეკლამებს რომ მიმიზნებს ორმაგ ღაბაბზე, ჩამოკიდებულ მუცელზე და მენოპაუზაზე, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შეუვარდე და გამოვლანძღო" - ვკითხულობთ ჩერგოლეიშვილის პოსტში.








0
279
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
279