ვარსკვლავები "ყველა ქალს გახსოვდეთ - თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ! "-თამო ვაშალომიძე 11 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს 2022, 16 ნოემბერი, 15:06 მოდელი თამუნა ვაშალომიძე სოციალურ ქსელში 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ანუ როდესაც ის 20 წლის იყო და დღევანდელ საკუთარ თავს ადარებს და წერს, რომ "თუ ერთს დღეს აღმოვაჩენთ რომ რაღაც არ მოგვწონს ჩვენს თავში, ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ მოცემულობა."
"ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც პროგრესისკენ არის მიმართული. ნებისმიერ ასაკში, როგორც არ უნდა გამოვიყურებოდეთ მთავარია გვიყვარდეს ჩვენი თავი როგორიც ვართ, კომპლექსებით, გარეგნობით, ქცევით და ა.შ. - მაგრამ თუ ერთს დღეს აღმოვაჩენთ რომ რაღაც არ მოგვწონს ჩვენს თავში, ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ მოცემულობა.
პირველ ფოტოში 20 წლის ვარ, ძალიან უბრალო, მხიარული, საყვარელი, პუტკუნა გოგო, ცოტა კომპლექსებით და დიდი ამბიციებით. მაშინ მეგონა რომ ძალიან კარგი სტილი მქონდა. ამ მაკიაჟზე კომენტარს არ გავაკეთებ - ნეტა ვინმეს მაინც ეთქვა რომ მაკიაჟი ასე საერთოდ არ უნდა გამეკეთებინა მეორე ფოტო 11 წლის შემდეგ არის გადაღებული. უკან მოვიტოვე კომპლექსები, შიშები და ბავშვური გულუბრყვილობა. ყოველდღე ვიცვლები, ვსწავლობ რაღაც ახალს და ვცდილობ ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლივდე იმ ქალს, რომელიც მინდა რომ ვიყო. ხშირად მომდის შეტყობინებები, რომ მე მათთვის მოტივაცია ვარ. მიხარია თუკი თუნდაც ერთ გოგონას მივცემ სტიმულს და ვუბიძგებ ცვლილებებისკენ, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ყველა ქალს გახსოვდეთ - თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ! მთავარია რომ არასდროს დანებდეთ და ყველაფერი გააკეთოთ თქვენი მიზნებისთვის."-წერს თამუნა ვაშალომიძე. 318 2-ს მოსწონს
|