არქეოლოგები და ისტორიკოსები წლების განმავლობაში იკვლევდნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და ფარულ ფაქტებს. თუ ისტორიკოსები ცდილობენ ხელახლა შექმნან მოვლენები, რომლებიც მოხდა საუკუნეების წინ, მაშინ არქეოლოგები სიტყვასიტყვით ხელით თხრიან მტკიცებულებებს გარკვეული ინციდენტებისა და ეპოქების არსებობის შესახებ:
1. მე-12 საუკუნის ამ ბუდისტურ სკულპტურას თვალებში სისხლძარღვები აქვს.
2. 3400 წლის ხელოვნური ბეწვის ქუდი, რომელიც დამზადებულია ქსოვილისგან, რომელზეც შეკერილია პატარა ძაფებით, რათა მას ბეწვის იერი მიეცეს.
3. პროტაზანი - ცივი იარაღი, რომელიც ლუი XIV-ის მცველს ეკუთვნოდა. საფრანგეთი, დაახლოებით 1678–1709 წლები
4. მოჩიკას კულტურის კერამიკული ჭურჭელი, დიდგვაროვანის უაღრესად რეალისტური ნატურალური ზომის პორტრეტით. 400 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით
5. კოლბა ჩილიმისთვის, დამზადებული თეთრი ნეფრიტისგან, ჩასმული ოქროთი, ლალითა და ზურმუხტით. დეკანი, ინდოეთი, მე-17-18 საუკუნე
6. ვიკინგების თავის ქალა მოქლიბული კბილებით იპოვეს დორსეტში, ინგლისის მასობრივ საფლავში. ასეთი კბილების დანიშნულება გაურკვეველია, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ კბილების ნაწილები სავარაუდოდ შეღებილი იყო (ალბათ წითლად) ბრძოლაში მოწინააღმდეგეების დასაშინებლად ან მათი, როგორც დიდი მეომრის სტატუსის საჩვენებლად.
7. შუმერული ქალის ქანდაკება ნაპოვნი აბუს ტაძარში თელ ასმარში, 2700 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
8. ინგლისში, იორკში ნაპოვნი ტყავისგან და ცხენის ძვლისგან დამზადებული ვიკინგების ციგურები. ისინი დიდი ალბათობით ყინულზე სასიარულოდ გამოიყენებოდა.
9. კერამიკული ცხენი 1800 წლის. ჰანის დინასტია (ძვ. წ. 202–ახ. წ. 9, ახ. წ. 25–220 წწ.), ახლა ის ჩინეთში სანსინდუის მუზეუმშია შენახული
10. ძაფით შეკრული დამწვარი ლეღვით სავსე 3100 წლის ქილა. ეკრონი, ისრაელი, მე-12 საუკუნე ძვ.წ
11. ლურჯი ფაიფურის ვაზა სპილოს თავით. ჩინეთი, ძინის დინასტია, 1736-1795 წლები
12. 2000 წლის მამაკაცის ქანდაკების თავი, რომელიც ახლახხანს აღმოაჩინეს თურქეთში სხვა სკულპტურების ფრაგმენტებთან ერთად. თავის ზომით თუ ვიმსჯელებთ, სრული ქანდაკება სავარაუდოდ სამი მეტრის სიმაღლის იყო, მაგრამ ვის წარმოადგენს ის საიდუმლოდ რჩება.
13. შამშირი ოქროთი და მინანქრისგან დამზადებული დანა, ჯაიპური, ინდოეთი, მე-17 საუკუნე.
14. მაიას ტომის მოზაიკის ნიღაბი 250–450 წ. ეს ნიღაბი ყველაზე ადრეა აღმოჩენილი პალენკეს ელიტარულ სამარხში.
15. თაგვის ფორმის გამჭვირვალე კობალტის ლურჯი მინის კოლბა, II საუკუნე. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი
16. მოზაიკის იატაკი დიონისეს თავით II-III საუკუნეების რომაულ ვილაში, კორინთოში.