x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვნადგურდები, ვნაკუწდები და სირცხვილით აღარ ვიცი სად წავიდე, მრცხვენია" - რას წერს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ერნესტ მაჭარაშვილის დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"რა ბიჭები მიდიან! როგორები და რამდენი! აგერ ერთი ოჯახიდან ორი ძმა დაიღუპა. ვნადგურდები, ვნაკუწდები და სირცხვილით აღარ ვიცი სად წავიდე ასეთ ამბავს რომ ვიგებ. უკრაინელების მრცხვენია, საკუთარ ძმას და რძალს ვერ ველაპარაკები წესიერად და მაწყნარებენ იქით. იქ ჩემი გულისთვის წასული ჩვენი ბიჭების და გოგოების მრცხვენია. ამის მეტი არ ვიცი რა ვთქვა და ვერც ვერაფერს ვაკეთებ. უკრაინის გამარჯვებას ველოდები თავდაწეული. დიდება უკრაინას! გმირებს დიდება! ჩვენ ბიჭებს და გოგოებს დიდება" - ვკითხულობთ ყოფილი პარლამენტარის, ირინა სარიშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ერნესტ მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ქართველი გმირის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა გაავრცელა. ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.




0
422
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
422