x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა სადღეგრძელო წარმოთქვა ქართველი მსახიობების ბანკეტზე ეროსი მანჯგალაძემ?

ცნობილია, რომ ეროსი მანჯგალაძე მარტო ცხოვრობდა. მარტოობას, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ერთი უჯიშო, ყრუ და კოჭლი ძაღლი ატანინებდა, რომელიც ქვეყანას ერჩია. ეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს, იაპონური ჯიშის იყო და სახელი ტანგო ეროსიმ დაარქვა, ბავშვობაში სოფელში ძროხა ჰყავდა ტანგო და იმის საპატივცემულოდ.


ტანგოს იცნობდა მთელი ვაკე, რადგან ხშირად იკარგებოდა და ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თავგამოდებით ეძებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეროსის სიხარული ეს ძაღლი იყო. მართლაც ისე უყვარდა, რომ როდესაც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლების დროს რუმინეთში ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს, ბუქარესტში გამგზავრებაზე უარი თქვა, სანამ პირობა არ მიიღო, რომ ძაღლს კინოლოგი მოუვლიდა.


ერთი ამბავიც მომხდარა. გასტროლების დასრულების შემდეგ საბჭოთა საელჩოში ქართველ მსახიობებს ბანკეტი გაუმართეს. ელჩმა ეროსის სთხოვა, სადღეგრძელო ეთქვა. ტანგოს გაუმარჯოსო, უთქვამს. რა თქმა უნდა, არც ელჩმა და არც იქ დამსწრე საზოგადოებამ, ქართველების გარდა, ეროსის ძაღლზე არაფერი იცოდნენ. იფიქრეს, მსახიობმა ეს სადღეგრძელო არგენტინული ტანგოს საპატივცემულოდ შესვა და ორკესტრმაც მაშინვე ტანგო დაუკრა.


ტანგოს გარდაცვალება ძალიან განიცადა თურმე ეროსიმ და დიდი პატივით დაასაფლავა კუს ტბაზე.

image
0
1291
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
1291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0