x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ახლაც ვკანკალებ! ლელა და მამულიჩა ხარხარებენ ისტორიაზე, რაც ჩემთვის ტრაგედია იყო!" - ნინა ილურიძე
image.

"მთავარი არხის” ერთ-ერთ გადაცემაში ლელა წურწუმია და მამულიჩა მსახიობ გია როინიშვილის ავტოსაგზაო შემთხვევას იხსენებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადახდათ თავს.

,

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მწვრთნელი ნინა ილურიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წურწუმია და მამულიჩა ხარხარებენ ისტორიაზე, რომელიც სხვა ადამიანებისათვის ტრაგედია იყო.


.

"ვერ შევძელი ამის ბოლომდე მოსმენა!!!!!!!!!

ახლაც მთლიანად ვკანკალებ!!!!!
რას ჰყვებიან!

რაზე ჰყვებიან და როგორ ხარხარებენ ისტორიაზე, რომელიც სხვა ადამიანებისათვის ტრაგედია იყო!!!!!!!!!

.

ჩემთვის იყო უსაშინლესი ტკივილი და ტრაგედია!

როცა 25 წლის გოგო, რომელსაც ერთი ნაკაწრი და შრამი არ ჰქონია მაგ ასაკამდე, უვნებელი გავედი სახლიდან და საღამოს საავადმყოფოში მოვედი გონს!

ნახევარი სახე ნაოპერაციები მქონდა უამრავ ნაკერებში, მეორე ნახევარი კი მთლიანად ჩაშავებულ-გალურჯებული.

ისეთ დღეში, რომ 1 კვირა სარკეს მიმალავდნენ, რამე რომ არ დამმართნოდა შოკისგან!!!!!

.

ერთი კვირის მერე პალატიდან გავიპარე და ექიმის კაბინეტში სარკე ვიპოვე, დიდი ხანი ვეძებდი სარკეში ჩემს თავს და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, სანამ არ მივხვდი, რომ ის უზარმაზარი ზომის დარტყმებისგან გასიებული, უსაშინლესი შავი სახე, ძაფებით სავსე – ჩემი იყო თურმე!

იმ მანქანაში, რომელსაც გია როინიშვილი დაეჯახა, უკან შემდეგ სხვა შემოგვასკდა და მერე ხეს დავეჯახეთ და სადაც ის ჩინელი იჯდა, მეორე ადამიანი მის გვერდით მე ვიყავი!!!!

.

მაკანკალებს როგორ ჰყვებიან ამ ამბავს და ხარხარებენ!

ლელა!
მამულიჩა!

ამ ხარხარის უკან ვიღაცისთვის მწარე და საშინელი ისტორია დგას!!!!!!!!!!!!!!!

1:15 წუთიდან ჩემი პირველი ავარიის ისტორია, სიცილ-კისკისში მოყოლილი", – წერს ილურიძე.

.

0
380
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0