სხვა გაგიკვირდებათ! რატომ ატარებენ დუბაიში არაბი კაცები იდეალურად სუფთა, თეთრ კაბებს? 2022, 14 ნოემბერი, 17:17 თუ ოდესმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოფილხართ ალბათ, შენიშნავდით რომ ადგილობრივი ქალები ყველაზე ხშირად შავ სამოსს ატარებენ, ხოლო მამაკაცები - თეთრს. დროა გავერკვეთ, საიდან გაჩნდა არაბ მამკაცებში გრძელ სახელოებიანი, თავისუფალი, თეთრი ტუნიკის ტარების ტრადიცია.როგორც ირკვევა, ემირატების მკვიდრთა ეროვნული ჩაცმულობის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის, და ასეთი არჩევანი კლიმატური პირობებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, დუბაი შუა უდაბნოში იქნა აშენებული, სადაც სიცხე მთელი წლის განმავლობაში +45 გრადუსამდე აღწევს და ქვიშის ქარიშხალიც ხშირია. სწორედ ამიტომ ეროვნული კოსტიუმის მთავარი ფუნქციაა - კანის მზისგან, თმის კი - მტვრისგან დაცვა.ყველა ამ პირობას მამაკაცის ჩაცმულობა - კანდურა შეესატყვისება, რომელსაც ტრადიციულად, ბუნებრივი ქსოვილისგან კერავენ. ის თითქმის ყოველთვის თეთრი ფერის არის, რაც არაბებისთვის კეთილშობილებასთან, ღირსებასთან და სიწმინდესთან ასოცირდება. თეთრი ასევე კარგად ირეკლავს მზის სხივებს, ამიტომ ამ ფერის სამოსი იდეალურია ცხელი ამინდებისთვისაც.სხვათა შორის, ზამთარში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების არაბებს შეუძლიათ სხვა ფერის - კრემისფერიდან დაწყებული ღია მწვანით ან ლურჯით დამთავრებული კაბების ტარებაც.მამაკაცები ტრადიციულ სამოსს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან: იცავენ განსაკუთრებულ ეტიკეტს (ადაბს) და შენახვის პირობებს. ეროვნული ჩაცმულობის შიშველ ტანზე ჩაცმა არ შეიძლება, ამიტომ კანდურას ქვეშ არაბებს ყოველთვის სპეციალური პერანგი და შარვალი აცვიათ.არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ყველა თავმოყვარე მუსლიმს გარდერობში 50-მდე ტრადიციული თეთრი კაბა მაინც აქვს, თუ არაბ მამაკაცს ტანსაცმელი ოდნავ მაინც დაესვრება, მან ის დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს და დასვრილი კაბა ქიმწმენდაში ჩააბაროს. არაბები ტანსაცმელს დღეში 2-3-ჯერ იცვლიან, ამიტომ საამიროების მაცხოვრებელს დასვრილ კანდურში თითქმის ვერსად შეხვდებით.1219 შეფასება არ არის |