x
მეტი
  • 29.01.2023
  • სტატია:125252
  • ვიდეო:355865
  • სურათი:498094
ბორუსან კატმა 25 წლის იუბილე აღნიშნა

image

ბორუსან კატმა კომპანიის 25 წლის იუბილე აღნიშნა. მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელიც ბორუსან კატის სათავო ოფისში გაიმართა, მოწვეულნი იყვნენ „კატერპილარის“ წარმომადგენლები, სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან, კერძო და საჯარო სექტორიდან.


დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა კომპანიის პროდუქციას, მის ისტორიასა და სამომავლო გეგმებს.


ბორუსან კატი „კატერპილარის“ ოფიციალური დილერია საქართველოში. ის მომხმარებელს ამერიკული ბრენდის კატერპილარის საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, ენერგო სისტემებსა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს მობილური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. წლების განმავლობაში, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს.



image

ბორუსან კატის დირექტორის, ბაშარ გუვენის განცხადებით საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია სამშენებლო და ენერგო სექტორი.


„ჩვენ ამ მიმართულებით მრავალ პროექტში ვართ ჩართული და ბაზარზე 25-წლიანი ოპერირების მანძილზე 5000-ზე მეტ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს მოვემსახურეთ“, - განაცხადა ბორუსან კატის დირექტორმა.


როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროდუქციის ხარისხმა, მომსახურების მრავალფეროვნებამ და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ ბორუსან კატი სექტორის ერთ-ერთ მოწინავე მოთამაშედ აქცია. კატის ტექნიკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ განვითარებაში.

image


„ჩვენ მიერ რეალიზებული ტექნიკა გამოიყენება ჰესების მშენებლობისათვის, ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებისათვის, გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოვლა-შენახვისთვის და სხვა“, - აღნიშნეს ბორუსან კატში.


კომპანია თბილისში ორი, ხოლო ბათუმში ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი და ამჟამად 60-მდე დასაქმებულს აერთიანებს. 2023 წლისთვის კი გაფართოებას გეგმავს ქალაქ ქუთაისში.



R







0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0