საზოგადოება გიორგი ფოჩხუას მკვლელობას სავარაუდოდ, მეგის ქარდავას საიდუმლო ურთოერთობას უკავშირებენ - ვიდეო 2022, 14 ნოემბერი, 10:21 მომღერალ გიორგი ფოჩხუას მკვლელობიდან წლების შემდეგ მისი და აცხადებს, რომ ფოჩხუა სანდრო გირგვლიანის სცენარის მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ელენე ფოჩხუას თქმით, გიორგი სასტუმროში აუზზე შემთხვევით შეიყვანეს და დაინახა მეგის ქარდავას საიდუმლო ურთიერთობა მის მეგობართან, რის გამოც გირგვლიანის მსგავსად მომღერალი ზღვაზე ჭკუის სასწავლებლად და საცემად წაიყვანეს, სინამდვილეში კი შემოაკვდათ. ეს სკანდალური განცხადება მომღერალმა ელენე ფოჩხუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას გააკეთა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგის ფოტოაპარატი ეკიდა და შესაძლოა მაღალჩინოსნის პიკანტური ფოტოები გადაეღო. როცა ოჯახს აპარატი დაუბრუნეს, ყველა ფოტო წაშლილი იყო. . "ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, თუმცა ერთ ადამიანს დააბრალეს და საბოლოოდ მხოლოდ ის იხდის სასჯელს" - აღნიშნავს ფოჩხუა. . გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გიორგი გასვიანის მიერ დასმულ კითხვას "ვარაუდობთ, რომ თქვენი ძმის სიცოცხლე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა?" ელენე ფოჩხუამ დადებითად უპასუხა, რაც წლებია უკვე განხილვის თემადაა ქცეული. შემდეგ კი მომღერალმა განმარტა რომ მისი ძმის მოკვლა არ უნდოდათ, უბრალოდ შეშინება უნდოდათ და შემოაკვდათ! ის ამბობს რომ სავარაუდოდ მისი ძმის სიცოცხლე მეგის ქარდავას საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა. . შეგახსენებთ, 2012 წლის 22 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ცობეხიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შეშემზარავი დანაშაული იმავე წლის ზაფხულში ანაკლიაში მოხდა. გიორგი ფოჩხუას ცხედარი ზღვაში იპოვეს. თავდაპირველი ვერსიით, იგი ზღვაში დაიხრჩო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ გიორგი მოკლული იყო. მეორე დღესვე სამართალდამცავებთან ძალოვანი - ნიკოლოზ ბაძაღუა გამოცხადდა. მან აღიარა, რომ დამნაშავე, გალის საზღვართან, თავისი მანქანით მიიყვანა. ის გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. მკვლელის ვინაობაც დაასახელა, ისიც თქვა, რომ ცობეხიამ უამბო, როგორ მოკლა გიორგი, ბოლოს როგორ მიაბა ფეხზე ჯაჭვით ქვები და ზღვას გააყოლა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა - აღიძრა და ცობეხიას ძებნა გამოცხადდა, თუმცა მალე ეჭვმიტანილი საკუთარმა დედამ პოლიციას ჩააბარა. საქმის ძიების დროს დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეცვლილა და სასამართლო განხილვა სწორედ ამ მუხლით გაგრძელდა. სრულიად მოულოდნელად, ბოლო სასამართლო სხდომაზე, სანამ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდოდა, პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქა და საქმე 108-ე მუხლით დააკვალიფიცირა. . ელენე ფოჩხუა: „თავიდან გვითხრეს, წყალში დაიხრჩოო, მაგრამ მისი საშინლად დასახიჩრებული ცხედარი რომ მოასვენეს სახლში, ყველაფერი ცხადი გახდა. ექსპერტიზა მაშინვე ჩაუტარდა, გიორგი საკუთარ თავს არ ჰგავდა. სახის არც ერთი ნაწილი არ ჰქონდა მთელი; ყური, ტუჩი მოგლეჯილი ჰქონდა, არც ერთი კბილი არ შერჩენოდა. მთელ სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა. ექსპერტიზით ისიც გაირკვა, რომ დარტყმის შედეგად თირკმელიც დაუზიანდა. ყელზეც ნაჭდევები ეტყობოდა. თავიდან ექსპერტმა თქვა, გიორგი ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩააგდეს წყალშიო: საერთოდ არ ჰქონდა წყალი ნაყლაპი. ექსპერტმა გარკვევით მითხრა, ყელზე მოჭერით შესაძლოა ტვინის შეშუპება განუვითარდა და აშკარაა, ზედმეტი ცემის შედეგად შემოაკვდათო. ჩვენთვის საშინელი მოსასმენი იყო ბაძაღუას მონათხრობი. ცობეხიამ მას უამბო, როგორ მოაბა ფეხზე ქვები, რომ გვამი ადვილად ჩაძირულიყო წყალში. ასე სისასტიკით მომიკლეს ძმა. . ბევრი ამბობს, რომ ჩემი ძმა ფოტოაპარატს შეეწირა. გიორგის ძალიან უყვარდა გადაღება. იმ დღესაც ფოტოაპარატით იყო და ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. როგორც ამბობენ, იმ დღეს ანაკლიაში ჩასული ყოფილა სამთავრობო ესკორტი, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ამბობენ, თითქოს გიორგიმ მათი პიკანტური ფოტოები გადაიღო. უფრო სწორად, მათ ასე ეგონათ, მაგრამ როცა გიორგის სიკვდილის შემდეგ მათ ხელში აღმოჩნდა ეს აპარატი, ნახეს, რომ არ გადაუღია. ეს მკვლელობა მოხდა შეცდომით - არის ასეთი ვერსია. გიორგის ფოტოაპარატი რომ დაგვიბრუნეს, იქ ყველა ფოტო წაშლილი და აპარატი ცარიელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ცობეხია შემსრულებელი იყო და მან უნდა თქვას სიმართლე. - ამბობს მოკლულის და. . შეგახსენებთ, მეგის ქარდავა საქართველოში უკრაინიდან სპეცრეისით 2021 წლის სექტემბერში ჩამოიყვანეს და დააკავეს. მას ტრაპთან პენიტენციური სამსახურის ავტომობილი დახვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობაზე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. 1348 2-ს მოსწონს
|