სხვა "არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას და არ მაინტერესებს, ვინ როგორ მიიღებს მას!"- რას წერს ლელა კაკულია 2022, 14 ნოემბერი, 9:49
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ადმინისტრაცია მის პირად გვერდზე 2009 წლის ოქტომბრის თვის გაზეთიდან - "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" ინტერვიუს ვრცელ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ლელა კაკულია: არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას და სულ არ მაინტერესებს, ვინ როგორ მიიღებს მას!
ინტერვიუ არქივიდან გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. 2009 წლის ოქტომბერი, №38
— ქალბატონო ლელა, ერთ-ერთი იმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც გასულ თვეში მოხდა, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების უარი ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსების თაობაზე. სავარაუდოდ, ამერიკამ ეს ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ რუსეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე დაეთანხმებინა. რა მოხდა რეალურად, რა მიზეზით თქვა უარი ამერიკამ პოლონეთსა და ჩეხეთზე და დათმო თუ არა ამით შტატებმა პოზიცია რუსეთის მიმართ?
— არაფერიც არ დაუთმია და არც არაფერს დათმობს არასდროს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაში, ვაჭრობა. ამერიკამ თავის დროზე ამგვარი თამაშით მოახერხა მოეპოვებინა უფლება, განეთავსებინა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ევროპაშიც და კავკასიაშიც და ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპასთან გაფორმებული ხელშეკრულება თავდაცვითი ფარის შექმნაზე, ანულირებულია. ამ ქმედებით შტატებმა რუსეთს ერთგვარად ვალი დაადო და როგორც კი კრემლი აფრებს აუშვებს, ამერიკელები ხუთ წუთში განაახლებენ ევროპასთან დადებულ ხელშეკრულებას.
— სხვათა შორის, ამერიკის ადმინისტრაციამ განაცხადა, ევროპაში არა, მაგრამ ანტისარაკეტო ფარი სადღაც კავკასიაში დაიდგმებაო, ქვეყანა არ დაუკონკრეტებია.
— სამაგიეროდ მე დავაკონკრეტე ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 18 დეკემბერს, როცა ვთქვი: „საქართველოს საჰაერო ზონას დაიცავს უნიკალური რადარები, რომელთაც ამერიკა აძლევს საქართველოს (და ბევრ სხვა რამესაც). საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება ძლიერი, საიდუმლო სამხედრო იარაღი, ტექნიკა, რომელთაც პირიქით მიქცეულებს ვხედავ აღმოსავლეთის ქვეყნების მხარეს. ღილაკს რომ დააჭირო თითი, მთელ აღმოსავლეთს გადაწვავს. ეს გარემოებაც იცავს საქართველოს მუსლიმებისგან — შიში“.
და ეს — მუსლიმების მხარეს პირით მიქცეული სამხედრო ტექნიკა — სხვა არაფერია, თუ არა ანტისარაკეტო თავდაცვითი ფარი!
დიახ, საქართველო ამ მხრივაც ისეთივე ხელსაყრელია ევროპა-ამერიკისთვის, როგორც ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგების საკითხში. სწორედ ამიტომ არ დაუთმობენ ისინი ჩვენს ქვეყანას რუსეთს, არ მისცემენ საჯიჯგნად; სწორედ ამის შიშით მუშაობს რუსეთი თურქეთისა და სომხეთის თემაზე ასე გამწარებით, მაგრამ არაფერი გამოუვათ, არაფერი! ერთ დღეს დაუსვამს ამერიკა რუსულ-თურქულ-სომხურ თამაშს წერტილს და ისე მშვენივრად აართმევს ბოსფორის სრუტის მართვის უფლებას თურქეთს, როგორც დაგიბარებია.
— ქალბატონო ლელა, გამორიცხული არ არის, ახლა ამ ანტისარაკეტო ფარის საქართველოში განთავსების მოწინააღმდეგეები გააქტიურდნენ და ათასგვარ მოსალოდნელ საფრთხეზე ალაპარაკდნენ...
— ალაპარაკდნენ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დააშინონ და კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში ჩაყარონ ხალხი, რომ საერთოდ და საბოლოოდ მოუსპონ მომავლის იმედი და სულიერად, მორალურად დააჩაჩანაკონ ისინი.
რა თქმა უნდა, ასეთები გამოჩნდებიან, მაგრამ ადამიანებმა უნდა მოუხმონ გონიერებას, დააკვირდნენ სიტუაციას და ისე გააკეთონ ანალიზი — თავად გააკეთონ ანალიზი, გაზეთებსა და ტელეეკრანებზე გამოჭიმულ ვაიპოლიტოლოგებსა და ექსპერტებს კი არ მოუსმინონ.
ხალხმა უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ ძალიან ბევრი მათგანი (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან) მიზანმიმართულად აკრიტიკებს ყველაფერს და არ მოსწონს არაფერი. ის ხომ მოეწონებოდათ, თავად რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში და საკუთარ ნებაზე ემართათ ეს ქვეყანა? არც ის გამოგრჩეთ, რომ ზოგი ექსპერტი შეგნებულად, გარკვეული გასამრჯელოს ფასად ახმოვანებს რუსეთისთვის „სათნო“ პოზიციას.
ამასწინათ ერთ ოჯახში ქართულ გაზეთებს გადავხედე და ელდა მეცა. მტერი არ დაწერს იმას, რასაც ესენი წერენ. და ვინ წერს — მჟვანაძისდროინდელი ხალხი, რომელთაც, გარდა იმისა, რომ მწირი გეოპოლიტიკური ხედვა აქვთ, სინდისიც არ გააჩნიათ. საქართველო ახლა ისედაც ბეწვის ხიდზე დგას და ხალხის კიდევ უმიზეზოდ ნერვულ სტრესში ჩაყრას, ღმერთი არ აპატიებს ავისა და შავის მქადაგებელთ.
მივმართავ ჩემს ქართველებს: თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობ და ვწინასწარმეტყველებ, სიტყვა-სიტყვით სრულდება. გაზეთის ყოველ ნომერში გამცნობთ ხოლმე ასრულებული წინასწარმეტყველებების შესახებ და მათზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვიდეთ მარტივ ჭეშმარიტებამდე: რახან ყველა ხედვა აქამდე ასე ზედმიწევნით სრულდებოდა, ამის შემდეგაც ასევე ზედმიწევნით ასრულდება და ამ ქვეყანას ბრწყინვალე პერიოდი დაუდგება უკვე მალე. ხოლო კიდევ უფრო შორ მომავალში უზარმაზარ და უძლიერეს სახელმწიფოდ იქცევა.
რაც მთავარია, პოლიტოლოგ-პოლიტიკოს-ექსპერტებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლეა ის და მოხდება მხოლოდ ის, რასაც მე ვამბობ, მაგრამ კატასავით ზურგზე არ ეცემიან. თუმცა კოსმოსმა უკვე ჩაუგდო კიდეც ენები მათ. არადა, როცა ნიღაბი ავხადე, უცებ გამომაცხადეს ხან ვის აგენტად და ხან ვის დამცველად. ვინ ვინ არის სინამდვილეში, უკვე გამოჩნდა და კიდევ უფრო გამოჩნდება.
რაც შეეხება ანტისარაკეტო ფარის საქართველოში განთავსებას, არაფერი სახიფათო და საშიში ამაში ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. პირიქით, სწორედ ეს გააძლიერებს და დაიცავს ჩვენს სამშობლოს მესამე მსოფლიო ომის დროს, რომელიც გარდაუვალია.
— ქალბატონო ლელა, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ანკარამ შესაძლოა ერთგვარი გაცვლა აწარმოოს რუსეთთან — თურქეთი ცნობს აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს, მოსკოვი კი ჩრდილოეთ კვიპროსს თურქულ რესპუბლიკად გამოაცხადებსო.
— რას ლაპარაკობ?! ესე იგი, მხოლოდ თურქეთი და რუსეთი არსებობენ დედამიწაზე და ისე ინაწილებენ ტერიტორიებს, როგორც მოეპრიანებათ? ესე იგი, ევროპა, ამერიკა, აზია და ასე შემდეგ აღარ არსებობენ? იქნებ მათ სიტყვის უფლება ჩამორთმეული აქვთ? ძალიან სასაცილოა! ნეტავ, რომელ პოლიტოლოგს მოსდის ასეთი აზრები თავში?
<...> მთელმა მსოფლიომ რომ აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, დადგება წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი, ვითარება 180 გრადუსით შებრუნდება და ყველა ქართულ მიწას დავიბრუნებთ! რუსი იქ ვერ გაჭაჭანდება, ვერც აფსუა, ოსი თუ სომეხი. ვერა!!!
იცოდეთ, ეს დრო ახლოსაა, ძალიან ახლოს. ვისაც ამის სჯერა, ის მშვიდად არის და იქნება კიდეც, ვისაც არა — რა ვქნა, უმართებულო ეჭვებითა და შიშებით ინფარქტებსა და ინსულტებს იმართებენ.
— ქალბატონო ლელა, რუსეთმა სოხუმის სანაპირო დაცვა გააძლიერა — ერთი ხომალდი და ათი კატარღა ჩააყენა იქ, რათა „ქართველი მეკობრეების პარპაში აღკვეთოს“. ამას საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მთავრობა აპირებს, საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი აღძრას კრემლის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ხომ არ გადაიზრდება შექმნილი დაძაბული სიტუაცია საზღვაო ომში?
— გინდათ სიმართლე? ამერიკა რომ არ აოკებდეს და აჩერებდეს ჩვენს მთავრობას, აქამდე შეცვივდებოდნენ აფხაზეთში...
რაც შეეხება შენს კითხვას, ის უზარმაზარი, ქალაქისოდენა ამერიკული გემები, რომლებიც რამდენჯერმე გვესტუმრნენ, ისევ გვესტუმრებიან და ჩადგებიან იქ, სადაც საჭიროა. მერე დადგნენ და თავიანთი გასაცოდავებული კატარღებით ურბინონ რუსებმა შორიახლოს. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!
— ახლა კრემლში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ არმიის მოდერნიზაციის შესახებ...
— ვერ ეღირსება კრემლი არმიის მოდერნიზებას. არ ჰყავს რუსეთს არმია და ვეღარც შექმნის ისეთს, რომელსაც სერიოზული ბრძოლის უნარი ექნება. ეს ცარიელი საუბრებია და მეტი არაფერი. ლაპარაკით კი საქმე არც აქამდე კეთდებოდა არცერთ საუკუნეში, არც ამის შემდეგ გაკეთდება. მოდერნიზება კი არა, რაც აქვთ, იმასაც კარგავენ. მაგათ ის ურჩევნიათ, თავი ერთად მოუყარონ, თუ რამე შერჩათ კიდევ და იაპონიასა და ჩინეთს მიხედონ. ახლა კიდევ მონღოლეთი წამოყოფს თავს და განუცხადებს რუსებს, ჩემი კუთვნილი ტერიტორიებიდან აიბარგე და ვოლგისპირეთში გადასახლდიო.
მოკლედ, რუსეთი თავისას კარგავს და სხვისას ეპოტინება. პრინციპში, კარგავს იმას, რაც მათი არც არის ისტორიულად. ესე იგი, დადგა ჟამი სამართლიანობის აღდგენისა, რათა ყველა სახელმწიფომ თავისი კუთვნილი დაიბრუნოს.
<...>
— ქალბატონო ლელა, თბილისში ლაპარაკობენ, დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, რუსეთის საპატრიარქოს ინიციატივით, კრემლის შეკვეთით, საეჭვო ფინანსებით შენდებაო.
— ოჰ-ოჰ, რას არ იტყვის კაცის ენა?! მაგ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა რომელ წლებშია დაგეგმილი, იცით? ჯერ კიდევ 2001 წლის 23 ივლისს მითხრა პატრიარქმა ეს პირადად. ერთ-ერთი ვიზიტისას, როცა ჩემს ჩანაწერებს ვუკითხავდი უწმინდესს, ვუთხარი, საქართველოს ჩრდილოეთის მხარეს ორი ანგელოზი იცავს-მეთქი. სახეგაბრწყინებული პატრიარქი აღელვებული წამოიჭრა ფეხზე: სრული ჭეშმარიტებაა, დღეს-დღეობით ჩრდილოეთის მხარეს ასაგებად იგეგმება მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზების — მიქაელისა და გაბრიელის სახელობისა იქნებაო. ასე რომ, ქართველები აგებენ მაგ მონასტერს, ქართველები!
<...>
— ქალბატონო ლელა, გეკითხებით იმას, რასაც არც უნდა გეკითხებოდეთ, ვინაიდან უამრავი რამ გაქვთ ამ თემაზე ნათქვამი: მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონში მზადდება შეთანხმების პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებს.
— ამერიკული სამხედრო ბაზები აუცილებლად განთავსდება ჩვენს ქვეყანაში. საქართველო აუცილებლად შევა ნატოში და ეს იქნება უდიდესი დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის.
თუმცა, არ დაგავიწყდეთ: დადგება დრო, როცა საქართველო გახდება ნეიტრალური სახელმწიფო და უკვე ეს იქნება მისი დაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი.
— დაბოლოს, ქალბატონო ლელა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ძალიან მალე თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს ევროპულ ქარტიას „რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ საქართველოში მშობლიური ენის გარდა, სხვა სახელმწიფო ენებიც უნდა გვქონდესო. ამ ინფორმაციამ თურმე განსაკუთრებით გაახარა სომხეთის მთავრობა და პრეზიდენტი, არიქა, ჯავახეთში სასწრაფოდ გადადით საქმეების სომხურად წარმოებაზეო.
— თავი მოსძულებია ამ ვაი-ქარტიაზე ხელის მოწერის მოსურნეს, თავი მოსძულებია! ეს არის სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედება და ამის არათუ გამკეთებელი, გონებაში გამტარებელიც კი სასტიკად დაისჯება!
რას მიქვია, სომხურის პარალელურ სახელმწიფო ენად გამოცხადება?! მაშინ ავდგეთ და აზერბაიჯანულ, ქურთულ, ბერძნულ და, ბოლოსდაბოლოს, ებრაულ ენებსაც მივანიჭოთ ეს სტატუსი. სხვა თუ არაფერი, ებრაელები საქართველოს მიმართ გაუგონარი მადლიერებითა და სიყვარულით არიან აღვსილნი და მათთვის უფრო უპრიანია ასეთი პრივილეგია, ვიდრე ყველაფრის წართმევა-მიტაცების ჟინით შეპყრობილი, მეგობრად მოსული მტრისთვის. დიახ, მტრისთვის! არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას და სულ არ მაინტერესებს, ვინ როგორ მიიღებს მას.
მტერი ხარ, აბა, რა ხარ, როცა სამშობლოს მედავები!
მტერი ხარ, როცა ენას მედავები!
მტერი ხარ, როცა ადამიანებს მედავები!
მტერი ხარ, როცა გვარებს მედავები!
მტერი ხარ, როცა წარსულს, ისტორიას
მედავები!
მტერი ხარ, როცა ეკლესია-მონასტრებს
მედავები!
მტერი ხარ, როცა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებ და ჩემს მტერს უჭერ მხარს! აგერ სულ ახლახანს კიდევ ერთხელ დაამტკიცა სომხეთმა თავისი გამყიდვლური პოზიცია გაეროში, როცა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ჰგონიათ, რომ კრემლთან ქვემძრომობა გაუვათ და ამით გადარჩებიან რუსულ ბომბებს. მაგასაც ვნახავთ! ისე აუსრულდებათ წინასწარმეტყველება, მზე მაღლა იყოს. ერევანში რომ ირბენენ რუსული ტანკები, აი მერე ვნახავ მაგ „ორთა ძმობასა და მეგობრობას“.
არ უყურებთ, რა მოსურვებია სომხურ მთავრობას?! ადგნენ და რუსებს მოსთხოვონ სომხურის სახელმწიფო ენად აღიარება. იქ უფრო მეტნი არ ცხოვრობენ? მილიონს აჭარბებს რუსეთში მათი რაოდენობა და იქ გაილაღონ, თუ რამის თავი აქვთ. გინდა ენა დაიკანონონ და გინდა პირდაპირ კრემლის ლალის ვარსკვლავებს დაადგან თვალი.
საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთი — დიდი და ვრცელი, რამდენსაც გინდა, იმდენ სახელმწიფო ენას დაიტევს, ჩვენთან კი მხოლოდ ქართულის სამყოფი ადგილია, ქარ-თუ-ლის!!! ვისაც ეს არ მოსწონს, გზა ხსნილია ოთხივ კუთხივ. არავინ გაბედოს, უპატიოდ მოეპყრას ჩემს თავანკარა ქართულს! ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და სწორედაც ქართველი და ქართული უნდა იყოს აქ უპირველესი და უზენაესი.
სხვაგვარად არ იქნება!
სხვაგვარად ვერ იქნება!
იმიტომ, რომ ამ ქარტიაზე ხელმოწერას მაინც გააუქმებს მომავალი მთავრობა; კარგად დაიმახსოვრეთ: მაინც გააუქმებს!!!
ახლანდელ ხელისუფლებას ვურჩევ, ცოტა მეტი გონიერება და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინონ, თორემ...
ბარემ ადგნენ და ულაპარაკონ გადასცენ სომხეთს ჯავახეთი. იქ სომხურის სახელმწიფო ენად დაკანონებას ტერიტორიის სომხურად გამოცხადება მოჰყვება ავტომატურად. ამ ქარტიაზე ხელმოწერას რუსეთი სულმოუთქმელად ელოდება, ვინაიდან მათი წაქეზებითაა ეს ყველაფერი დაგეგმილი. ცოდვაზე ცოდვას ნუ დაიმატებს ნურავინ, ნუ გაიხდის ნურც საკუთარ თავს და ნურც შთამომავლობას საგინებელ-საწყევარად. უფალი არავის შეარჩენს საქართველოს ღალატს და სასტიკად დასჯის არა მხოლოდ თავად გამყიდველს, არამედ მთელ გვარს და მონაგარს მისას. ამინ!"- ვკითხულობთ ქართველი წინასწარმეტყველის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
|