x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსმა ტერორისტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის საავტომობილი ხიდი ააფეთქეს
image რუსი ტერორისტები სულ უფრო და უფრო მეტ ინფრასტრუქტურას ანგრევენ და ანადგურებენ უკრაინას და ამით ცდილობენ უკრაინის ეეკონომიკის დასუსტებას და ეკონომიკური კოლაფსის გამოწვევას, რადგან ზამთარი კარზეა მომდგარი და გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინელები ვერ გავლენ სამსახურში, ვერ შქმნიან პროდუქციას, რაც ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს მძიმედ.


რუსები ხერხონში დნეპრის მარჯვენა მხარეს ექცეოდნენ ალყაში, სამი მხრიდან უკრაინელი დანაყოფები და ზურგსუკან კი ადიდებული მდინარე დნეპრი, რომლის ფორსირება არც თუ მარტივია ფონის არარსებობის გამო. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო რუსულმა დანაყოფებმა ბრძანება განადგურებისაგან თავის დაზღვევის მიზნით დაეტოვებინათ დნეპრის მარჯვენა მხარე და გადასულიყვნენ მარცხენა მხარეს.


უკრაინელებმა მოასწრეს და რამდენიმე საკვანძო ხიდის აფეთქება მოასწრეს, რამაც რუსული მრავალათასიანი დანაყოფების ევაკუაცია სერიოზულად შეაფერხა, თან უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს და დნეპრის მეორე მხარეს რუსულ კოლონებს დივერსიები მოუწყვეს.


რუსეთის არმია მასიურად ტოვებდა დნეპრის მარცხენა მხარეს გადასვლისას ჯავშანტექნიკას, რადგან გადასასვლელების სიმცირის გამო შეიქმნა გრძელი საცობები.



დღეს დილით გამთენიისას ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, საბოლოოდ გაანადგურეს ანტონოვის ხიდი და უკრაინული ჯავშანტექნიკის დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლის თავიდან ასარიდებლად ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის სატრანსპორტო ხიდი.


რუსეთი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და მისი დამარცხება გარდაუვალია, უბრალოდ ეს დროის ამბავია.


0
101
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
101