ვარსკვლავები ვარსკვლავები, რომლებიც საცვლებს არ სწყალობენ 2022, 12 ნოემბერი, 12:22
და ცნობილ ლამაზმანებს ამის საერთოდ არ რცხვენიათ! საზოგადოების წინაშე საცვლების გარეშე გამოჩენას გარკვეული სითამამე და გამბედაობა სჭირდება, და როგორც ჩანს, ზოგიერთი სელებრითი არც ერთი მათგანის ნაკლებობას არ განიცდის, მეტიც, ისინი წითელ ხალიჩაზე, ბიუსტჰალტერისა და საცვლების გარეშე ათასობით ფოტოგრაფისა და პრესის წარმომადგენლის წინაშე საკუთარი სიშიშვლისა და მადისაღმძვრელი ფორმების დემონსტრირებას ყოველგვარი მორიდების გარეშე ახდენენ.
ფიტნეს მოდელები - ბრიტანი რენერი და ჯულიანა სალემი საკუთარი ღირსებების მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩენას არასდროს ერიდებიან. ასე მაგალითად, ერთ - ერთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე გოგონებმა ყურადღების მიპყრობა არა მხოლოდ საკმაოდ ღრმა დეკოლტის, არამედ კაბის მაღალი ჭრილის საშუალებით სცადეს.
მათგან განსხვავებით, სხვები უფრო მოკრძალებულად იქცევიან. მაგალითად, მსახიობი ბლანკა ბლანკო, მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე "ვაგინა- კაბითა" და საცვლების გარეშე გამოჩნდა, ბიუსტის დაფარვა მაინც გადაწყვიტა. კიმ კარდაშიანმა სრულიად გამჭვირვალე "ლუქში", პირიქით, ბიუსტჰალტერი "დააიგნორა", მაგრამ "ბებიის" საცვლები მაინც ჩაიცვა, ასევე მოიქცნენ რიანა და ლოტი მოსიც.
თუ ზემოჩამოთვლილი სელებრითების ჩაცმულობას შეიძლება ვულგარული ვუწოდოთ, ზოგიერთ ლამაზმანს უხამსობაში ბრალს "ჰეითერებიც" კი ვერ დასდებენ, ვინაიდან მათი კაბები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, რომლის ტარებაც ყოველგვარი საცვლების გარეშეა საჭირო.
ავიღოთ მაგალითად, ჯულიენ მაკდონალდის ორი გამჭვირვალე კაბა, რომლებიც ჯენიფერ ლოპესმა ერთმანეთის მიყოლებით "Billboard Latin Music Awards"-ზე მოირგო. "სექსუალურობა, ქალურობა, გაბედულება - აი, რა აღმოაჩინა მან ამ კაბებში", - განაცხადეს მომღერლის სტილისტებმა. ალბათ, დამეთანხმებით რომ თუნდაც ყველაზე დახვეწილი საცვლებიც კი, აქ ერთმნიშვნელოვნად ზედმეტი იქნებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას კენდალ ჯენერზეც, რომელიც "Met Gala"-ზე ღია ზურგითა და პიკანტური ჭრილის "La Perla"-ს კრისტალებიან "შიშველ" კაბაში თვალისმომჭრელად ბრწყინავდა, ასევე საუცხოოდ გამოიყურებოდა "Azzaro Couture"-ეს წარმოუდგენელ, ასიმეტრიულ, გამჭვირვალე, ჩანართებიან კაბაში ჯეიმი ალექსანდერიც, რომლის შიგნითაც ვარსკვლავს სავარაუდოდ, არაფერი ემოსა.
ამავე კატეგორიას განეკუთვნება პერის ჰილტონის ჩაცმულობა, რომლითაც ის "გრემის" წვეულებაზე წარსდგა, ასევე მირანდა კერის "Emilio Pucci"-ის ბრენდის ქინძისთავებიანი კაბაც, რომლითაც მოდელი "ოქროს გლობუსზე" გამოჩნდა და ირინა შეიკის "Atelier Versace"-ეს შავი, სადა კაბაც, რომლითაც მოდელმა "Vanity Fair Oscar Party"-ზე დამსწრე ყველა სტუმარი პირველივე გამოჩენისთანავე მოხიბლა, ასევე წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის იმ ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი სიშიშვლისა და ღირსებების დემონსტრირება განსაკუთრებით უყვართ.
|