x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124035
  • ვიდეო:355503
  • სურათი:496606
საბჭოთა "მფრინავი თეფში" - უნიკალური პროექტი, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა მსოფლიოში
image

ადამიანის ოცნებას უზარმაზარი გასაქანი აქვს. გაივლის წლები, ჟინი და რწმენა საბოლოოდ მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. ეს სიტყვები ლაკონურად ახასიათებს EKIP პროექტს - საბჭოთა და შემდგომ რუსულ საფრენ აპარატს, რომელსაც ჰქონდა ყველა წინაპირობა, რომ ფუნდამენტურად ახალი ტიპის საჰაერო ტრანსპორტი გამხდარიყო, მაგრამ რაღაც არასწორედ წარიმართა ...



"EKIP" (იგულისხმება "ეკოლოგია და პროგრესი") ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო, მაგრამ ამავე დროს პერსპექტიული თვითმფრინავი იყო სსრკ-ში. საზღვარგარეთ თვითმფრინავს მეტსახელად „რუსული ამო “შეარქვეს ​​მფრინავ თეფშთან მსგავსების გამო .

image


"EKIP"-ის პროექტირება ხდებოდა 1980 - 1990 წლებში წამყვან შიდა საავიაციო საწარმოებში, თუმცა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, თვითმფრინავის მთავარ დიზაინერად და სულისჩამდგმელად რჩებოდა ლევ შჩუკინი.


ხანგრძლივი თეორიული და პრაქტიკული ექსპერიმენტების შემდეგ დამზადდა ორი პროტოტიპი: „EKIP L2-1“ და EKIP L2-2, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტები და დაადასტურეს ტექნოლოგიის ეფექტურობა. რამდენჯერმე დაჰპირდა სახელმწიფო თვითმფრინავის დაფინანსებას, თუმცა ჯერ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამისთვის აღარავის სცხელოდა, შემდეგ კი არც შემდგომ მოხერხდა მისი განხორციელება და 2001 წელს პროექტი საბოლოოდ დაიხურა. იმავე წელს გარდაიცვალა EKIP-ის შემქმნელი შჩუკინი, რომელიც ვერ მოესწრო თავის ქმნილების ტრიუმფს.

image

მოდით ახლა გავარკვიოთ, რატომ არ ჰყავს ამ თვითმფრინავს მსოფლიოში ანალოგი?



პროექტის მთავარი დევიზი იყო: ეკონომიურობა, ეკოლოგიის დაცვა, ფრენის უსაფრთხოება და რაც მთავარია, აფრენისა და დაშვების შესაძლებლობა თითქმის ნებისმიერ ტერიტორიაზე. მათ, ვისაც გაუმართლა და ნახა ამ "საოცრება მანქანის" ფრენა, ერთხმად განაცხადეს, რომ "EKIP"-ში რაღაც არამიწიერი იყო. და ეს არ არის მხოლოდ უჩვეულო ფორმის გამო, რომელიც მოგვაგონებს უცხოპლანეტელთა ხომალდს, არამედ იმის გამო, თუ რამდენად შეუფერხებლად და ამავდროულად სწრაფად აფრინდა ეს თვითმფრინავი ჰაერში.


image

„თეფშის“ აფრენა და დაშვება აჭარბებდა ჩვეულებრივი ადამიანის ფანტაზიას: მკვეთრი დაშვება თუ ჩიტივით ლივლივი . ახლაც, მსგავსი გლისადა მიუწვდომელია თანამედროვე თვითმფრინავების უმეტესობისთვის. ამავდროულად, არც გრავიტაციული ან ტალღური წინააღმდეგობის გადალახვა და არც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ აუთვისებელი ენერგიის სხვა ტიპები არაფერ შუაშია

image


თვითმფრინავის საოცარი ფრენის საიდუმლო მდგომარეობდა ეგრეთ წოდებულ „სქელ ფრთაში“, რომელიც აერთიანებდა ფრთის და ფიუზელაჟის ფუნქციებს.


შასის ნაცვლად EKIP-ს ჰქონდა საჰაერო ბალიში, რომლის წყალობითაც მოწყობილობას შეეძლო აფრენილიყო თუნდაც მინდვრიდან ან წყლის ზედაპირიდან.


ჰაერში ლივლივის ეფექტი მდგომარეობს თვითმფრინავის კორპუსის გარშემო ჰაერის ნაკადის უნიკალურობაში.


ფაქტია, რომ შჩუკინმა შეძლო „ესწავლებინა“ თავის თვითმფრინავისთვის ის, რაც სხვა თვითმფრინავებში არ იყო რეალიზებული, კერძოდ, გამოიყენა ჰაერის წინააღმდეგობა თავის სასარგებლოდ.

image

მაშინაც კი, თუ ძრავები გაითიშებოდა, EKIP-ს შეეძლო შეუფერხებლად ლივლივი ცაში 3 მეტრი/წამში სიჩქარით. ამავდროულად, თვითმფრინავის მახასიათებლები სულაც არ არის კომიკური. „EKIP“-ს შეეძლო ფრენა როგორც თვითმფრინავის, ასევე ეკრანოპლანის რეჟიმში 10 კილომეტრამდე სიმაღლეზე. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე იყო 700 კმ/სთ, რაც საკმაოდ მაღალი იყო ჩვეულებრივი თვითმფრინავებისთვისაც კი.




image

ასევე დაგაინტერესებთ


2011 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ენი ჯეიკობსონმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "ზონა 51" ამერიკის ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზის დეკლარირებული ისტორია". სადაც იგი აშკარად შოკისმომგვრელ ჰიპოთეზაზე საუბრობს - უცხოპლანეტელთა შემოსევების უკან საბჭოთა კავშირის ლიდერი, იოსებ სტალინი იდგა. ვ...


ლეგენდის მიხედვით ფაშისტურმა გერმანიამ დისკოს ფორმის მფრინავი აპარატების შექმნა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდანვე დაიწყო.(ავტორად ვიქტორ შაუბერგერს მოიხსენიებენ, რომელმაც ე.წ. გრიგალური ძრავის შექმნას მიაწერენ.) ლეგენდის მიხედვით აპარატს 4 მახის სიჩქარეს ანვითარებდა და ცაში შეეძლო განეხორციელებინა ნებისმიერი სირთულის ბრუნი.როგორც ამბობენ, ყვე...



ამბობენ, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები მაშინ ჩნდებიან ინტენსიურად, როდესაც დედამიწაზე გლობალური ომები იწყებაო და მსოფლიოს უჭირსო, არ ვიცით შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაც იყოს, თუმცა ამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაფიქსირდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ამჯერად ჯერი ავსტრალიაზ...


აშშ-ში პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განმარტეს მიზეზები, რამაც აიძულა სამხედროები შეექმნათ სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო-ს, UFOs) შესასწავლად და საჭიროების შემთხვევაში მასთან დასაპირისპირებლად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაყოფის მიზანი იქნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამო...



ამერიკაში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი უცხოპლანეტელებზე აშშ-ს ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინესმა აღიარა, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს. სპეცსამსახურების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად ექვემდებარება CIA-ს და FBI-ის უწყე...

4
777
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
777
  
23 ნოემბერი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ნოემბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 ნოემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

10 ნოემბერი, 18:51
ეგეთ "ანალოგოვ ნეტ"-ებს უყრიან და უფეთქებენ სამოციანი წლების ტექნიკით უკრაინელები :)
0 1 4