x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გააგზავნა სტალინმა მფრინავი თეფშები ამერიკელების შესაშინებლად-ერთი წიგნის მიმოხილვა
image

2011 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ენი ჯეიკობსონმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "ზონა 51" ამერიკის ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზის დეკლარირებული ისტორია". სადაც იგი აშკარად შოკისმომგვრელ ჰიპოთეზაზე საუბრობს - უცხოპლანეტელთა შემოსევების უკან საბჭოთა კავშირის ლიდერი, იოსებ სტალინი იდგა. ვერსია საკმაოდ ფანტასტიკურად ჟღერს, თუმცა ჯეიკობსონი არ არის იმ ჟურნალისტების სიაში, რომ ბლოგზე გამომწერების მოსაზიდად, გიჟურ შეთქმულების თეორიებზე წერდეს.იგი ძალიან ცნობილი, პატივსაცემი პუბლიცისტი და ჟურნალისტი-გამომძიებელია. მაგალითად, იგი პულიცერის პრიზის ფინალისტია (ყველაზე პრესტიჟული მსოფლიო ჯილდო ჟურნალისტიკის სფეროში).


როგორ შეიძლებოდა სტალინს ზეგავლენა ჰქონოდა უცხოპლანეტელებზე, როდესაც მათი არსებობაც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული?

image


ჯეიკობსონის თქმით, სინამდვილეში არავითარი უცხოპლანეტელები არ არსებობენ. ეს ყველაფერი იყო ამერიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული სსრკ-ს მიერ ორგანიზებული ფალსიფიკაცია. . ავტორის მტკიცებით, ცნობილი "სიკვდილის ანგელოზი" ოსვენციმის ბანაკიდან, იოზეფ მენგელი, რომელიც ცნობილი იყო საკონცეტრაციო ბანაკების ტყვეებზე სასტიკი ექსპერიმენტებით, ლათინურ ამერიკაში კი არ გაიქცა, არამედ საბჭოთა არმიამ დაატყვევა და იძულებული გახადა ფარულად ემუშავა საბჭოთა მეცნიერების სასარგებლოდ.


მსგავსი ბედი ეწვია ორი ნიჭიერი გერმანელ ავიაკონსტრუქტორებს, ვალტერ და რეიმარ ჰორტენებს. ისინი გადაიყვანეს სსრკ-ში და ექსპერიმენტულ საფრენ აპარატებზე სამუშაოდ.


1938 წელს ორსონ უელესმა ჰერბერტ უელსის რომანის " მსოფლიო ომების." რადიო-სპექტაკლი დადგა. რამდენიმე პატარა ამერიკულ ქალაქში, მსმენელმა მიიღო ეს სპექტაკლი, როგორც რეალური ამბავი, რამაც გამოიწვია პანიკა ადგილობრივ მოსახლეობაში.


ამ ამბავზე მაგრად იმხიარულეს ამერიკულმა გაზეთებმა და ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში. ჯეიკობსონის აზრით, სტალინმა იცოდა ეს ამბავი და გადაწყვიტა გამოეყენებინა ”მსოფლიო ომის” ეფექტი ამერიკაში დესტაბილიზაციისთვის.

image

მაგ პერიოდში ყოფილ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები გაუარესდა, სსრკ-ს თეორიულადაც არ შეეძლო შეჭრილიყო შეერთებულ შტატებში.ამისთვის მეტოქის სტაბილურობის შერყევის ერთადერთი ვარიანტი იყო უცხოპლანეტელთა შემოჭრის ფალსიფიცირება.


გეგმის თანახმად, ოპერაციისთვის შეირჩა 12-14 წლის რამდენიმე მოზარდი. მენგელს უწევდა პლასტიკური ოპერაციების გაკეთება და თავების და თვალების გასაფართოება, რომ ჰუმანოიდებს დამსგავსებოდნენ.

შემდეგ ისინი მოათავსეს დისტანციურად კონტროლირებად ზესაიდუმლო მფრინავ აპარატში, რომელსაც მფრინავი თეფში ფორმა ჰქონდა და რომელიც ძმებმა ჰორტენებმა შექმნეს.


აპარატი ათასობით მოწმის თვალწინ უნდა დაშვებულიყო დიდი ამერიკული ქალაქის შუაგულში. ეს "უცხოპლანეტელთა შეჭრა" გამოიწვევდა პანიკას, საფონდო ინდექსების ჩამონგრევას და სხვა უსიამოვნო მოვლენებს.


თუმცა ჯეიკობსონის მტკიცებით, ნიუ-მეხიკოს მიმართულებით ფრენის დროს, "მფრინავი თეფშმა" ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო კონტროლი დაიკარგა და ჩამოვარდა. სწორედ ეს გვამები და ნამსხვრევები ნახეს მოწმეებმა.(საყოველთაოდ ცნობილი როზუელის ინციდენტი.რომელიც 1947 წლის ივლისში მოხდა)

imageimage




ჯეიკობსონი ირწმუნება, რომ მთავარი წყარო, ვისგანაც მან მიიღო ეს მასალები, იყო ინჟინერი და "მანჰეტენის პროექტის ვეტერანი". ამასთან, ის კატეგორიულად უარს ამბობს მისი ვინაობის გამჟღავნებაზე.



წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, მან კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო წყაროების გამოყენებისთვის. ზოგიერთმა რეცენზენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ვერსიები ადრეც გაჟღერდა ონლაინ ფორუმებზე, ან ვიღაც ოინბაზის, ან მთლიანად მარგინალური შეთქმულების თეორეტიკოსების მიერ. ამიტომ, ჯეიკობსონი ან მიამიტურად ენდობა წყაროებს, ან ძალიან ზარმაცია, რომ მისი ნამდვილობა გადაამოწმოს..

imageფოტოზე: ენი ჯეიკობსონი




გარდა ამისა, მის ვერსიებში თითქმის ყველა ელემენტი სიყალბისგან შედგება .შესაძლოა მაშინ, 1950-იან და 1960-იან წლებში, ზოგადად გასაიდუმლოებულ პირობებში, ზოგიერთი მათგანის ცალსახად გამოვლენა შეუძლებელი იყო . თუმცა, ჩვენს დროში, ამ ამბის ყველა ფიგურანტზე თითქმის ყველაფერი ცნობილია.



მენგელე არც არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირში. ომის დასასრულს იგი შეიპყრეს ამერიკელებმა, მაგრამ რადგან მისი სახელი თავიდან არ ფიგურირებდა მნიშვნელოვანი დამნაშავეების სიაში, იგი გაათავისუფლეს. 1949 წლამდე ის ცხოვრობდა გერმანიის დასავლეთ ნაწილში ცრუ სახელით, შემდეგ კი მიიღო წითელი ჯვრისგან ყალბი დოკუმენტები სხვისი სახელით და არგენტინაში გადასახლდა.

image

ამის გარდა მენგელე არც არასდროს ყოფილა დაკავებული პლასტიკური ქირურგიით, მისი ინტერესის სფერო სულ სხვა რამ იყო(გენეტიკა და რეპროდუქტიული სფერო)


ძმები ჰირტენები მართლაც ცნობილი გახდნენ ექსპერიმენტული თვითმფრინავით. სახელი მოუტანა მათ თვითმფრინავმა

Horten Ho IX -მა რომელიც შექმნილია „მფრინავი ფრთის“ სქემის მიხედვით. იმ დროს თვითმფრინავები სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდნენ და მსგავსი პლანერი ნამდვილად ჩანდა ეგზოტიკური და თუნდაც უცხოპლანეტელთა მსგავსი.

imageფოტოზე: Horten Ho IX-229


ზოგი მკვლევარი თვლიდა, რომ ამო- ები, რომლებიც დაფიქსირდა ომის შემდეგ შეერთებულ შტატებში, სინამდვილეში იყო შეერთებულ შტატებში შექმნილი ჰორტენების ექსპერიმენტული თვითმფრინავი.


სინამდვილეში, ძმები არც აშშ-ში, არც საბჭოთა კავშირში არ დასახლებულან. ერთი მათგანი ომის შემდეგ არგენტინაში გადასახლდა, ხოლო მეორე დარჩა დასავლეთ გერმანიაში.


არცერთ მოწმეს, რომელიც როზუელის 1947 წლის ინციდენტის მოწმე გახდა, არ უხსენებია ჰუმანოიდთა გვამების შესახებ.


ეს მტკიცებულებები გამოჩნდა 30 წლის შემდეგ, საკმაოდ საეჭვო მოწმეებისგან.


და ბოლოს, ასეთი რთული ოპერაციის მნიშვნელობა სრულიად გაუგებარია. თუ სსრკ-მ მართლაც შეიმუშავა ასეთი მოწყობილობა და თან დისტანციურად კონტროლირებადი, მაშინ რატომ გაუშვებდნენ მეტოქის ბანაკში ასეთ ზესაიდუმლო მფრივავ აპარატს, თან ისე, რომ მეტოქეს შესაძლოა ხელში ჩავარდნოდა?თან საეჭვოდ დროებითი, 5 წუთიანი პანიკის ეფექტისთვის?



ცხადია, ჯეიკობსონის ვერსია არადამაჯერებელია. მრავალი არგუმენტი მეტყველებს მის წინააღმდეგ და თითქმის არცერთი დამაჯერებელი ვერსია არ არსებობს მის სასარგებლოდ, გარდა უსახელო ინჟინრის საეჭვო სიტყვებისა, რაც, ალბათ, უბრალოდ გამოიგონა იმისთვის, რომ როუზველის ლეგენდარულ სენსაციას გაგრძელება ჰქონოდა..

0
996
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0