x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138468
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი VI)
image

მერძევეები 1960-იან წლებში



რძის დამტარებლები ოდესღაც ჩვეულებრივი სანახაობა იყო აშშ-ს უბნებში, გაზეთების დამტარებლების ან ფოსტალიონების მსგავსად. აშშ-ში მომხმარებელთა დაახლოებით 30 პროცენტი ირჩევდა რძის სახლში მიწოდებას 1960-იანი წლების დასაწყისში.


თუმცა, რძის მიწოდების საჭიროება წლების განმავლობაში შემცირდა, რადგან საყოფაცხოვრებო მაცივრები უფრო და უფორ მეტ ოჯახს ჰქონდა. 1975 წლისთვის მომხმარებელთა შვიდ პროცენტზე ნაკლები ითხოვდა რძის სახლში მიწოდებას. 2005 წლისთვის ეს რიცხვი 0, 4 პროცენტამდე შემცირდა. ამჟამად მხოლოდ რამდენიმე კომპანიაღა სთავაზობს მომხმარებლებს რძის მიწოდების სერვისებს .


image


პოდიუმის ავტომობილები ანუ როგორ აკონტროლებდნენ გვირაბებს



სანამ გზებზე კამერები ჩვეულებრივი მოვლენა გახდებოდა, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საპორტო ადმინისტრაცია (PANYNJ) იყენებდა პატარა მანქანებს, რომლებიც ცნობილი იყო როგორც პოდიუმის ავტომობილები, ნიუ-იორკის გვირაბების პატრულირებისთვის. ამ ფოტოზე გამოსახულია პოდიუმის მანქანა ლინკოლნის გვირაბში, რომელიც აკავშირებს ნიუ ჯერსის და მიდთაუნ მანჰეტენს.


პოდიუმის მანქანებს სპეციალური ბილიკი ჰქონდათ და საათში 35 მილამდე სიჩქარეს ავითარებდნენ. ეს მცირე ზომის მანქანები პირველად 1955 წელს გამოიყენეს და 2011 წლამდე იარსებეს. იმ დროისთვის პოდიუმის მანქანებს ძირითადად იყენებდნენ ტექნიკური მომსახურებისათვის.

image


Texaco Doodlebug

1930-იან წლებში Texaco-მ წარმოადგინა Texaco Doodlebug, ფუტურისტული სატვირთო ავტოცისტერნა. მიუხედავად იმისა, რომ Doodlebug-ს უნდა გაეკეთებინა ი, რაც ევალებოდა - ბენზინის გადაზიდვა ბენზინგასამართ სადგურებზე და უკან - ეს ასევე იყო Texaco-ს ბრენდის სარეკლამო ტრიუკი

წარმოებული Doodlebugs-ის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, მხოლოდ ექვსი ერთეული დამზადდა. მისი ფორმის გამო, იმ დროს Doodlebug-ს ზოგი ტაბლეტს უწოდებდა, ზოგიც პურის ბატონს.


image


ქუჩების ელექტრო გამწმენდები


მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ბერლინის ქუჩები ელექტრომობილები უკვე არსებობდნენ, ისინი ქალაქის ქუჩებს ასუფთავებდნენ. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ელექტრომობილები იმაზე დიდი ხანია არსებობს, ვიდრე თქვენ გგონიათ.


მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ელექტრო მანქანები იყო სატრანსპორტო საშუალებების ცნობილი და სიცოცხლისუნარიანი საშუალება, თუმცა ისინი ბევრად უფრო ნელა მოძრაობდნენ. ელექტრომობილების პოპულარობა საბოლოოდ დაეცა, რადგან მომხმარებლები გადავიდნენ იაფ, ნავთობპროდუქტებზე მომუშავე მანქანებზე. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გახდა ელექტრომობილები კვლავ პოპულარული.


image



ორი თავზეხელაღებული ცაში თამაშობს ჩოგბურთს



ეს ფოტო, სადაც ორი ადამიანი თვითმფრინავის ფრთებზე ჩოგბურთს თამაშობს, შეიძლება ყალბი გეგონოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ნამდვილად მოხდა და ისტორიამ მათი გვარებიც შემოინახა :ორმა გაბედულმა, გლედის როიმ და ივან ანგერმა, ეს ტრუკი შეასრულეს 1925 წლის ნოემბერში ლოს-ანჯელესთან 3280 ფუტის სიმაღლეზე.


ორივე, როიც და ანგერიც იყვნენ "ფრთებზე მოსიარულეები" რომლებიც რეგულარულად ასრულებდნენ მსგავს ტრიუკებს სხვადასხვა ღონისძიებებზე შეერთებული შტატების მასშტაბით. ეს კონკრეტული ტრიუკი შესრულდა ჯეკ ტომაკის მიერ პილოტირებულ Curtiss JN Jenny-ის ფრთებზე.


image


image

ასევე იხილეთ


1.კრეატიული "ფოტოშოპის" ტექნიკა პოლონეთში, 1946 წელი ეს იგივეა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ-fake-it-til-you-make-it . რას აკეთებთ, როცა თქვენი მშობლიური ქალაქი ისტორიული მოვლენების გამო განადგურებულია? მაგრამ თუ ლამაზ ფონს გამოიყენებთ თითქოს ყველაფერი ნორმალური და ლამაზია. ქალაქები ნანგრევებად იყო ქცეული, პოლონელები ნათლად ხედავდნენ რა გადაიტანეს დ...


ნაგვის ურნა, უფასო ძიძა ეს დედა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ცოტა დრო თავისთვის დაეთმო. იმისდა მიუხედავად, რომ მას ცულ ცოტა დრო სჭირდებოდა, მან მაინც თავი დაიზღვია, რათა დაეცვა თავისი შვილი და ცარიელი ნაგვის ურნა ჩამოაფხატა. 1960-იან წლებში ამას არავინ მიიჩნევდა დიდი პრობლემა, მაგრამ დღეს ვინმემ პარკში მსგავსი სურატი რომ ნახუს უ...






ბავშვის გალია დღეს ბევრი ადამიანში ეს სანახობა შოკირებას გამოწვევს, როგორ ბავშვი გალიაში? მაგრამ გასული საუკუნის დასწყისში ქალაქის ბინების ფანჯრებიდან გალიებში ჩამოკიდებული ბავშვები საკმაოდ გავრცელებული სანახაობა იყო ამერიკისა და ბრიტანეთის ბევრ დიდ ქალაქში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარამდე. _ ეს ეგრეთ წოდებული ბავშვის გალიები, ...




პორტატული გასახდელი კაბინები 1938 წელი ზაფხულის ცხელ დღეს სანაპიროზე სასიამოვნო ცურვას და გაგრილებას არაფერი სჯობს. სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პლაჟები ძალიან დატვირთულია. გასახდელებში დიდი ალბათობით რიგია, ხოლო ისეთებში, რომლებშიც რიგი არ არის, პლაჟიდან საკმაოდ მოშორებულია. ამ ორმა ქალმა როგორც ხედავთ ნიუ-იორკის კონი აილენდიდან, იპოვეს გ...




– 1. ენი ედსონ ტეილორი და მისი მოგზაურობა ნიაგარას ჩანჩქერზე ენი ედსონ ტეილორი გეგმავდა გამდიდრებულიყო ერთადერთი გამორჩეული პიარ ტრიუკით . იგი აპირებდა კასრით გასეირნებას ნიაგარას ჩანჩქერზე საკუთარ დაბადების დღეზე (1901 წლის 24 ოქტომბერი). მას ჰქონდა სპეციალურად

0
297
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0