x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125540
  • ვიდეო:355967
  • სურათი:498450
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი V)
image

1.კრეატიული "ფოტოშოპის" ტექნიკა პოლონეთში, 1946 წელი


ეს იგივეა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ-fake-it-til-you-make-it . რას აკეთებთ, როცა თქვენი მშობლიური ქალაქი ისტორიული მოვლენების გამო განადგურებულია? მაგრამ თუ ლამაზ ფონს გამოიყენებთ თითქოს ყველაფერი ნორმალური და ლამაზია.

ქალაქები ნანგრევებად იყო ქცეული, პოლონელები ნათლად ხედავდნენ რა გადაიტანეს და დაკარგეს. ომის შემდგომ შენობების 84% და სახლების 72% დანგრეული იყო. იმის გააზრება, თუ რა დიდი სამუშაოები დასჭირდება მის აღდგენას, ზოგიერთმა აირჩია მარტივი და კრეატიული გზა საკუთარი ცხოვრების შესალამაზებლად.



image

2.მოსიარულე ბიბლიოთეკა, 1930 წელი


ერთი საერთო ძაფი, რომელიც აკავშირებს ყველა ფენის ადამიანებს, არის გართობის აუცილებლობა. იქნება ეს ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა ან თუნდაც სახლში გატარებული მშვიდი საღამო კარგი წიგნით ხელში.

აუდიოწიგნების აპლიკაციებზე, ციფრულ ბიბლიოთეკებსა თუ სტრიმინგ სერვისებზე დიდი ხნით ადრე არსებობდა ლონდოდნის მობილური ბიბლიოთეკები. კვირაში მხოლოდ 2 ცენტად შეგეძლოთ წიგნის დაქირავება ამ მოსიარულე თაროებიდან. ისე, ამ ახალგაზრდა ქალისთვის ზურგზე ტვირთით, თან მით უმეტეს ქუსლიანი ფეხსაცმელით ქუჩაში სიარული არ უნდა ყოფილიყო მთლად სასიამოვნო პროცედურა.

image


3.დროის გამომცხადებელი ოპერატორი ჩიკაგოში 1928 წელი


ბევრი სამუშაოა, რომელიც მოსაწყენად გამოიყურება, მაგრამ ამ პოზიციას ნამდვილად შეუძლია ამ მხრივ ლიდერად ჩაითვალოს! ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ამოქმედდა ახალი სერვისი, რომელიც ხალხს დროს შეახსენებდა. მიზანი იყო, რომ ყველა მოქალაქე დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არასოდეს დააგვიანებდნენ.

ფოტოზე ხედავთ ჩიკაგოელ ოპერატორს, რომელიც ყოველ 15 წამში დროს აცხადებს . სულ მალე, ცოცხალი ოპერატორი ჩანაწერმა ჩაანაცვლა და ეს სერვისი საბოლოოდ შეწყდა, თუმცა დროის გამოცხადების სერვისი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ 2007 წლამდე გაგრძელდა!

image


4.ციხის მობილური საკანი


ჰარლი დევიდსონმა შექმნა მობილური ციხე ჯერ კიდევ 1920-იან წლებში. ოფიცრები კანონდამრღვევ მოქალაქეების აკავებდნენ და იქვე სვამდნენ მობილურ ციხეში, შემდეგ კი ხდებოდა მათი ტრანსპორტირება.
მოტოციკლს „შავი მარია“ დაარქვეს. საინტერესოა, რაზე ნეტა საუბრობდნენ ოფიცერი და კრიმინალი, როდესაც ისინი ქალაქში მოძრაობდნენ?

image

5-ირანელი გოგონას დაბადების დღე-1973 წელი


მრავლისმეტყველი ფოტო, ეს ხდება ისლამური რევოლუციამდე ხუთი წლით ადრე, 1979 წელს ირანში ემხობა კონსტუტუცური მონარქია და ქვეყანა ხდება თეოკრატიული ისლამურ რესპუბლიკა, რის შედეგადაც რადიკალურად იცვლება ამ ქვეყანაში ცხოვრება.

image

ასევე იხილეთ

ნაგვის ურნა, უფასო ძიძა ეს დედა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ცოტა დრო თავისთვის დაეთმო. იმისდა მიუხედავად, რომ მას ცულ ცოტა დრო სჭირდებოდა, მან მაინც თავი დაიზღვია, რათა დაეცვა თავისი შვილი და ცარიელი ნაგვის ურნა ჩამოაფხატა. 1960-იან წლებში ამას არავინ მიიჩნევდა დიდი პრობლემა, მაგრამ დღეს ვინმემ პარკში მსგავსი სურატი რომ ნახუს უ...





ბავშვის გალია დღეს ბევრი ადამიანში ეს სანახობა შოკირებას გამოწვევს, როგორ ბავშვი გალიაში? მაგრამ გასული საუკუნის დასწყისში ქალაქის ბინების ფანჯრებიდან გალიებში ჩამოკიდებული ბავშვები საკმაოდ გავრცელებული სანახაობა იყო ამერიკისა და ბრიტანეთის ბევრ დიდ ქალაქში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარამდე. _ ეს ეგრეთ წოდებული ბავშვის გალიები, ...



პორტატული გასახდელი კაბინები 1938 წელი ზაფხულის ცხელ დღეს სანაპიროზე სასიამოვნო ცურვას და გაგრილებას არაფერი სჯობს. სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პლაჟები ძალიან დატვირთულია. გასახდელებში დიდი ალბათობით რიგია, ხოლო ისეთებში, რომლებშიც რიგი არ არის, პლაჟიდან საკმაოდ მოშორებულია. ამ ორმა ქალმა როგორც ხედავთ ნიუ-იორკის კონი აილენდიდან, იპოვეს გ...



– 1. ენი ედსონ ტეილორი და მისი მოგზაურობა ნიაგარას ჩანჩქერზე ენი ედსონ ტეილორი გეგმავდა გამდიდრებულიყო ერთადერთი გამორჩეული პიარ ტრიუკით . იგი აპირებდა კასრით გასეირნებას ნიაგარას ჩანჩქერზე საკუთარ დაბადების დღეზე (1901 წლის 24 ოქტომბერი). მას ჰქონდა სპეციალურად

0
608
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0