x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ არის თანამედროვე გენია, მართლაც განსაკუთრებული - ნააზრევი კინო კადრივით ჩნდება გონებაში
"ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ,
ვრთავ საპატარძლოდ ღამესა,
ორწყალთან მე და არაგვი
სასიძოდ ველით მთვარესა.
გამოჩნდა, შუქი მოჰფინა
ახლად ჭირხლდაყრილ ჭალებსა,
ეს რა პატარა ყოფილა,
არ ვუჯერებდით თვალებსა,
ვწყრებოდით, გასათხოვებლად
ვერ ვიმეტებდით ღამესა.
გამოჩნდა გუნდი ვარსკვლავის,
გულზე გვირგვინად დაედო,
ყველა იქ იყო, ვისაც კი
მთვარის ქორწილი გაეგო.
ჩვენც შევხვდით, როგორც წესია,
რიგშიც დავდექით იმგვარად,
ორნი ვართ - მე და არაგვი
აქ საპატარძლოს მხრიდანა.
მთები კვლავ იდგნენ პირქუშად
მკერდზე დაყრილი მკლავებით,
თითქოს ვიღაცას ვტიროდით,
ვიღაცას ვასაფლავებდით.
წარბშეკვრით იდგნენ მდუმარნი,
ჩრდილებს აწყობდნენ გზაზედა...
და იდგნენ, როგორც ხნიერნი
გაბოტილები ბანზედა,
ჩაფლულნი თავის ფიქრებში,
არ მოტირალნი სხვაზედა.
ჩვენც მივაცილეთ სასიძო
ჯვარგამოსახულ ხმიადით
და რომ ვერავის გაეგო
უჩუმრად გამოვტრიალდით.
ორ წყალთან დავცდით ერთმანეთს
შინაგან ძრწოლვით ვზარავდით,
მე წავედ ჩემი ბილიკით,
თავისას ჩაჰყვა არაგვი.
თუ ყველას არ ემღერება,
იქ სიმღერის თქმა არა ღირს.
image
ტარიელ ხარხელაური
0
160
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0