x
image
თეონა გორდეზიანი
რა საოცარი სიტყვები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის მუზას...(1839წ)
ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი და ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა
image
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?
ნიკოლოზ ბარათაშვილი 1839 წ.
3
503
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
503
  
2022, 12 ნოემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 8 ნოემბერი, 14:32
კახეთის პრინცესა
0 1 3