x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლონეთმა რუსეთ-პოლონეთის საზღვარზე საინჟინრო სამუშაოები დაიწყო სწრაფი ტემპით
image უკრაინაში რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, იქნება ეს პოლიტიკური, ინფორმაციული თუ სამხედრო სახის მხარდაჭერა.


პოლონელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა კავშირის ქმედებები პოლონეთში, რამაც ასეულ ათასობით პოლონელის სიკვდილი გამოიწვია, ასევე ახსოვთ "კატინის" ტრაგედია, აქედან გამომდინარე აქვთ სრული საფუძველი არ ენდონ რუსეთს, მით უფრო როცა ხედავენ თუ როგორ ანადგურებს რუსული სამხედრო მანქანა უკრაინულ ქალაქებს, უმოწყალოდ ხოცავს სამოქალაქო მოსახლეობას, ანადგურებს ინფრასტრუქტურას.


მართალია პოლონეთი "ნატოს" ალიანსის წევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა პოლონეთი ზრუნავს ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე, არმია გადაჰყავს "ნატოს" სტანდარტებზე, ამასთან ერთად მიზანმიმართულად ზრდის პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ბიუჯეტს.


ამ ეტაპზე კი პოლონეთის ხელისუფლების ბრძანებით და განკარგულებით, პოლონეთის სამხედრო-საინჟინრო ჯარებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს შემაკავებელი სახის სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქვიების აგება რუსეთ-პოლონეთის საზღვარზე, ის სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართების თობეები გამნაღმველები ქმნიან ნაღმურ, ეშელონირებულ სექტორებს, რომელშიც შედის როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო და ეგრეთ წოდებული "ჭკვიანი" ნაღმები.



"ჭკვიან" ნაღმებს აქვთ ხანგრძლივი ლოდინის ფუნქცია, აქვს უნარი გაარჩიოს საკუთარი ქვეყნის და უცხო ქვეყნის ტექნიკა და იმოქმედოს ისე, როგორც მას უკარნახებს მისი "ტვინი" ანუ პროცესორი.


პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე სამუშაოებს უშუალოდ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშაკი ხელმძღვანელობს.


მისი თქმით, გავლებულ იქნება მავთულხლართების სამი წყება, რომელსაც მოჰყვება ეშელონირებული ნაღმური ველები.


0
82
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
82