x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
აშშ-მ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის მუქარის საპასუხოდ
image უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღიდან არაერთხელ გაჟღერდა რუსეთის დიქტატორის მუქარა უკრაინის დასავლელი პარტნიორების მისამართით, საუბარია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გაწევის გამო ტაქტიკური ბირთვული ქობინების გამოყენებაზე.


ხან ირიბად და ხან პირდაპირ რუსმა მაღალჩინოსნებმა მრავალჯერ განაცხადეს რუსეთის მიერ ბირთვული ტაქტიკური ქობინების გამოყენების აუცილებლობაზე უკრაინის წინააღმდეგ, პუტინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მას ჯერ ომი არც დაუწყია და არც არაფერი დაუკარგავს, რითაც დასავლეთს და მათ შორის აშშ-ს მიანიშნა საკუთარ ბირთვულ არსენალზე.


ასევე გახსოვთ ალბათ იტალიის კომუნისტური იდეოლოგიის პრესის მიერ აჟიოტაჟის ატეხა, რუსული "უანალოგო" წყალქვეშა ნავის ვითომ "ნატოს" რადარებიდან გაქრობაზე და მის "უანალოგო" სიძლიერეზე.


იყო დრო როცა რუსეთის მუქარებს ანგარიშს უწევდნენ, როგორც გაუწიეს რუსეთ-საქართველოს ომამდე და ომის შემდეგაც, როცა უკრაინის და ჩეხეთის გარდა არავინ გვაწვდიდა შესასყიდ ტექნიკას და შეიარაღებას.



ახლა კი აშშ და ევროპა მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთის "აირით" შანტაჟს და ღიად აწვდის უკრაინას სათანადო ტექნიკას და აღჭურვილობას, მართალია იმ რაოდენობით არა, რამდენსაც უკრაინის არმია საჭიროებს, მაგრამ მაინც.
აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს: "თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ ქობინებს უკრაინაში, ჩვენ გავანადგურებთ რუსულ არმიას უკრაინაში და ჩავძირავთ რუსეთის სამხედრო, საზღვაო ფლოტს შავ ზღვაში".


ამჟამად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმელთაშუა ზღვაში შეიყვანა ზემძლავრი შეიარაღების მქონე ატომური წყალქვეშა ნავი "USS Rhode Island" (აპოკალიფსის მხედარი).


ამერიკული სყალქვეშა ნავი ამჟამად გიბრალტარის პორტშია გაჩერებული. აღნიშნულ წყალქვეშა ნავს 24 ერთეული საკონტინენტთაშორისო რაკეტის "Trident II"-ის ტარება შეუძლია. მათი მოქმედების რადიუსი 18.000 კმ-ია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 2300 კმ/სთ.


წყალქვეშა ნავის ბორტზე შესაძლებელია 200-დე ბირთვული ქობინის განთავსება.


"USS Rhode Island"-ის ხმელთაშუა ზღვაში შესვლით აშშ-მ მიანიშნა რუსეთს, "არ ღირს" ტაქტიკური ბირთვული ქობინის გამოყენებაო". თავად ამერიკული ოპერატიული ჯგუფის 69-ის მეთაურის ჯონ კრედოკის განცხადებით, ამერიკული ხომალდის ვიზიტი "ამყარებს ევროპელი მოკავშირეებისადმი მტკიცე მხარდაჭერისადმი ერთგულებას".


imageimage


0
188
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
188