მოვლენები "არ შემიძლია, უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად" - ნეკა დოროყაშვილი 2022, 6 ნოემბერი, 12:38 ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი დამღლელი სასამართლო პროცესების შემდეგ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს თავის გამომწერებს მიმართავს. ნეკა პირობას დებს რომ კიდევ უფრო გააქტიურდება და ისევ აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას შეუდგება. „ბოლო რამდენიმე კვირა იყო განსაკუთრებულად რთული. მოვახერხე დაბრუნება და სოციალურად უფორ აქტიური გავხდი. მე მაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბრენდების, სააგენტოების და პარტნიორების მიმართ. მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ჩემს თითქმის 400 ათას გამომწერთან, არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი... მანამდეც ვცდილობდი დამეპოსტა ნაკლები სიხშირით, იმისათვის, რომ ამას არ ჰქონოდა რაიმე გავლენა მიმდინარე სასამართლო პროცესზე, თუმცა როგორც ჩანს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც ვფიქრობ, ამის გამო არასწორია კარიერის, კონტრაქტების და გადაღებების გაჩერება. მაგრამ ახლა მე დავბრუნდი, უფრო მეტი აქტიურობით“, - წერს ნეკა დოროყაშვილი. შეგახსენებთ, ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ 21 ოქტომბერს დასრულდა, სასამართლომ ბასილაშვილი ყველა პუნქტში გაამართლა.განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ წაიკითხა. „ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შეტანილი თანხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ მეუღლე მასზე მუდმივად ძალადობდა. მის ინტერესს საქართველოს პროკურატურა წარმოაჩენდა. 210 2-ს მოსწონს
|