x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოტია იოსელიანის 20 საუკეთესო ციტატა
image


1. “საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდან.”


2. “როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ. გულგრილები – გივიწყებენ. თავხედები კი უფრო – თავხედდებიან.”

3. “თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ..”



4. “რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია მით უფრო მეტად გაგიმეტებს რომ გული გატკინოს.”


5. “არ დაიღუპო თავი და ღალატი არ შეგამჩნიოს, თორემ ქალი შენ რომ ცოლად გყავს მოსისხლე მტრად გაგიხდება, და მოსისხლე მტერი სახლში და ლოგინში კიარა ცხრა მთას იქით დაგიფაროს ღმერთმა.”


6. “არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.”


7. “ცუდ ამინდს კი მოყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს… ”


8. “მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს”


9. “ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.”


10. “როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ.”


11. “გიყვარდა და აღარ გიყვარს მასეთი რამ არ არსებოს..თუ მართლა გიყვარს სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა ესეიგი არც არასოდეს გყვარებია.”


12. “ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…”


13. “ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია”…


14. “მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, . ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა.”


15. “ყელა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია ქვეყნად სარკე მოიგონეს…”


16. “ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა. ”


17. “მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს.”


18. “ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს…”


19. “ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი.”


20.” სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

0
508
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0