x
image
თეონა გორდეზიანი
ამბავი, რომელიც მომავალზე დაგაფიქრებთ ...

ყოფილა ერთი ბედნიერი ოჯახი, ორი გოგო გაუზრდიათ და დაუოჯახებიათ.


გოგოები როცა მოვიდოდნენ მშობლები კუთხე-ბუჯერს გამოფხიკავდნენ თურმე და დატვირთულებს გაუშვებდა.


დაბერდნენ მშობლები, მაგრამ ჯანი ისევ ქონდათ.


ერთ დღეს ცოლმა უთხრა ქმარს ერთი კვირა წავალ შვილებთანო.



წავიდა და განიზრახა, აბა როგორ გვიგუებს შვილები როცა მოვლა დაგვჭირდებაო.


მივიდა ერთ შვილთან, დილით ადგა და ტირის, რა იყო დედა-ო კითხა შვილმა, წუხელ ჩავისველეო, მიდი ჩქარა აიღე ის ზეწარი და ნაგავში ჩააგდე, ოღონდ ჩემმა ქმარმა არ გაიგოსო.


მეოთხე დილას იგივე რომ მოხდა, შვილმა მეორე შვილთან გაუშვა ცოტა ხანს იქაც გაჩერდიო.


დედამ იქაც იგივე გაიმეორა და შვილმაც ისევე დაარიგა.


მეოთხე დღეს შვილმა უთხრა, დედა წუხელ ვფიქრობდი მამაჩემი იქ მარტო რომაა იქნებ რაიმე უჭირს და როგორმე წადი და მერე ისევ ჩამოდიო.


ასე ტკბილი სიტყვით მოიშორეს დედა, წამოვიდა, მივიდა სახლში და იფიქრა ნეტა ქმარი როგორ მოიქცევაო.


გათენდა და ცოლი ტირის, რა იყო ქალო ხომ მშვიდობააო.


ამას თუ მშვიდობა ქვია. წუხელ ჩამისვრიაო.


ქმარი შემობრუნდა, ბუხარში წყალი გააცხელა და ცოლს უთხრა, დავბერდით ქალო, არ ინერვიულო, ადექი და დაგბანო.


ქალს არც იქ ჩაუსველებია და არც სახლში ჩაუსვრია, ეს იყო ექსპერიმენტი, რას უნდა ელოდო და ვის იმედზე შეიძლება იყო.


პ.ს. ცოლ-ქმარი, ყველაზე საიმედო საყრდენი არიან ერთმანეთისთვის.

imageავტორი: / ქეთი ქარციძე /
1
446
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
446
  
2022, 9 ნოემბერი, 0:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1