x
image
თეონა გორდეზიანი
მამაკაცი უფრო ჭკვიანია თუ ქალი? პასუხები - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე...

გაინტერესებთ როგორაა მოწყობილი ადამიანის ტვინი? გრძნობს თუ არა ის
ტკივილს? მამაკავი უფრო ჭკვიანია თუ ქალი? იქნებ იმის გაგება გინდათ
ვინ იყო მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ან რა ბედი ეწია აინშტაინის
ტვინს. როგორ ვიმოგზაუროთ მისი მეშვეობით პარალელურ სამყაროში, მაშინ
წარმოგიდგენთ რამდენიმე საოცარ ფაქტს თქვენი ტვინის შესახებ...



image

ტვინში არ არსებობს ტკივილის რეცეპტორები, ამიტომაცაა რომ ქირურგებს
პაციენტის დაძინების გარეშეც შეუძლიათ ტვინზე ოპერაციის გაკეთება.
ეს მტკიცება ერთი შეხედვით მცდარადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაშინ რატომ
ვგრძნობთ ტკივილს საერთოდ? საქმე იმაშია რომ სენსორული რეცეპტორი
უგზავნის სიგნალს ზურგის ტვინს, რომელიც შემდეგ საშიშროების შესახებ
გვიგზავნის ინფორმაციას. ასე რომ, პოპულარული გამოთქმა "ტვინი ნუ
მატკინე" იმთავითვე სიცრუის შემცველი აღმოჩნდა...

ტვინი ასიმილიარდი ნეირონისგან შედგება და ეს ყველაფერი მოქცეულია
ქოქოსის ხელა მასაში. ტვინი ჩვენი სხეულიდან დაახლოებით 17 % ენერგიას
და დაახლოებით 2O % -მდე ჟანგბადს იღებს, მაშინ როცა თვითონ სხეულის
მასის 2% შეადგენს.

ტვინი აწარმოებს 23 ვატ ენერგიას, რომელსაც მუშაობის პროცესშია:
ეს საკმარისია პატარა ნათურის ასანთებად... 75%-ით წყლისგან შემდგარ
თავის ბირთვს მოეპოვება ას ტრილიონზე მეტი სინაფსი, ისინი ნეირონებს
აკავშირებენ მეხსიერებასთან, რომელსაც მთლიანი ვიკიპედიის ან ათასი
ტერაბაიტი ინფორმაციის დატევა ძალუძს.

1955 წელს, როდესაც ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა, არამარტო მისი
თეთრი თმები შეინახეს, არამედ ის მასაც, რომელსაც კაცობრიობა ბევრს უნდა
უმადლოდეს...ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა დოქტორი თომას ჰარვი,
რომელმაც დაახლოებით 7 საათიანი ოპერაცია ჩაატარა, ამის შემდეგ
აინშტაინის ტვინი სადღაც გაქრა, სანამ 1978 წელს დოქტორი ჰარვი
ჟურნალისტთან ინტერვიუში არ გამოტყდებოდა, რომ მას ისევ ჰქონდა
აინშტაინის ტვინი, დოქტორმა ჰარვიმ ისიც აღნიშნა, რომ ტვინი 24O ნაწილად
იყო დანაწევრებული და ინახებოდა 2 ქილაში.






image

ტვინი გაყოფილია 2 სიმეტრიულ ნახევარსფეროდ. მარცხენა ნახევარსფერო
განკუთვნილია უფრო რაციონალური, ანალიტიკური აზროვნებისთვის. მარჯვენა
უფრო ვიზუალურ და კონცეპტუალურ აზროვნებას ანიჭებს უპირატესობას.
ისინი ასევე ოპოზიტიურად მუშაობენ, როდესაც თქვენ მარცხენა ფეხს იღრძობთ
ტკივილი მუშავდება მარჯვენა ტვინის მიერ. მას ასევე შესაძლებლობა აქვს
უკუღმა აღქმული საგნების სწორად განალაგოს. წარმოიდგინეთ სურათი
თქვენს თვალებში მიღებულია უკუღმად, რომელსაც შემდეგ ტვინი ასწორებს.






image

ქალის ტვინი მამაკაცის ტვინზე მეტად მცირე ზომისაა, მიუხედავად ამისა აქ
უფრო მეტი ნერვული დაბოლოებაა და მათი ტვინი მუშაობს უფრო აქტიურად.
ამის გარდა ცნობილი სტრეოტიპის გასამყარებლად არის ახსნა: ქალი აზროვნებს
უფრო ემოციური მარცხენა ტვინის მეშვეობით, ხოლო მამაკაცები უფრო ლოგიკური მარჯვენა ნახევარსფეროთი.




0
575
4-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0