x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138979
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
"ზოგჯერ სხვა ბავშვებსაც აყურებინებდა" - რეკორდსმენ სერიულ პედოფილს სამუდამო პატიმრობა ელის
image

სამხრეთ აფრიკელმა სერიულმა სექსუალურმა დამნაშავემ აღიარა, რომ სულ 93 გაუპატიურებაა მის ანგარიშზე თითქმის ათწლიანი ტერორის პერიოდში, რა დროსაც ის ძირითადად ნადირობდა 12 წლის გოგონებზე.


სამშაბათს გუატენგის უმაღლეს სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, 32 წლის ნკოსინატი ემანუელ ფხაკატიმ დანაშაული აღიარა, სულ მას 148 ბრალი წაუყენეს.


მათ შორის იყო თითქმის 100 გაუპატიურება და ათეულობით შემთხვევა, გატაცების, ძარცვის, ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ შენახვის გამო.



სამხრეთ აფრიკის ეროვნული პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მას თავდაპირველად 203 ბრალდება წაუყენეს, მაგრამ სახელმწიფომ აქედან მოხსნა მის წინააღმდეგ წაყენებული 55 ბრალდება.

image

ფაკატიმ "მოღვაწეობა" დაიწყო ეკურჰელენის ოლქში 2012 წლის ივნისში, მისი სამიზნე 12-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები და გოგონები იყვნენ.


მის საზარელ დანაშაულებს ბოლო მოეღო შარშან, როცა გაქცეულს პოლიციამ ფეხში ესროლა, რის შემდეგაც მას ფეხი მოკვეთეს.


image

სერიული მოძალადე ციხეში 2021 წლის მარტიდან ელოდება სასამართლო პროცესს და მომავალ კვირას მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


ფხაკატიმ პირველად 2012 წლის ივნისში 12 წლის გოგონა გააუპატიურა ქალაქ ბენონიში, დაახლოებით სამი თვის შემდეგ კი გააუპატიურა ქალი ახლომდებარე დავითონში.


სამი წლის შემდეგ, მისი დანაშაულები უფრო გაუკუღმართებული გახდა.


2015 წელს ფხაკატიმ ბენონიში 15 წლის გოგონა გააუპატიურა, რა დროსაც ცხრა წლის ბიჭი აიძულა ამ პროცესისთვის ეყურებინა.დღემდე დაუდგენელია იყო თუ არა ეს ბიჭი მსხვერპლის ძმა.


მსგავსი თავდასხმა მან ერთი წლის შემდეგ განახორციელა, ამჯერად გააუპატიურა 16 წლის გოგონა და იმავე ასაკის ბიჭი აიძულა ეყურებინა.


იმავე წელს, სერიულმა მოძალადემ აიძულა 14 წლის ბიჭი, სექსუალური ძალადობა მოეხდინა ორ 15 წლის გოგონაზე, შემდეგ კი თავად განაგრძო მათზე სექსუალური ძალადობა.


ეს არის მხოლოდ მცირე მაგალითები.


ემანუელ ფხაკატი, მორიგი დანაშაულის მცდელობის დროს დააკავეს, ეს მოხდა 2021 წლის მარტში.როდესაც მან გაქცევა სცადა, პოლიციამ იგი ფეხში დაჭრა, კრიმინალმა ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც ექიმები იძულებულები გახდნენ ფეხის ამპუტაცია მოეხდინათ.


მისი სასამართლო 8 ნოემბერს გაიმართება და დიდი ალბათობით მას სამუდამო პატიმრობა ელოდება.

3
442
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
442
  
2022, 12 ნოემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ნოემბერი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ნოემბერი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3