x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508602
24 იდუმალი ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერ გაიგებთ რა ხდება

image


ხანდახან უყურებ ფოტოს და ფიქრობ - ნეტავ, აქ რა ხდება? ან რატომ არის ეს აქ? ან საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? და როცა გაარკვევ - თუ რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება. წარმოგიდგენთ 24 რარიტეტულ ფოტოს, რომელზეც ახსნის გარეშე ვერ მიხვდებით თუ რა ისტორიულ მოვლენასთან გაქვთ საქმე.


image



1. ამერიკული ბომბდამშენი "B-29 Enola Gay"-ის ეკიპაჟის წევრები, სწორედ ამ ბომბდამშენიდან ჩამოაგდეს ატომური ბომბი ჰიროსიმაზე 1945 წელს


image



2. "On-Line Systems"-ის ფირმის თანამშრომლები მსოფლიოში პირველი ეროტიკული თამაშის გარეკანისთვის პოზირებენ, აშშ, 1981 წელი


image


3. ძეხვის გამყიდველი პირველი მსოფლიო ომის სანგრებში, საფრანგეთი, 1915–1918 წწ



image



4. ბედნიერი ბებია კლიფორნიის საუკეთესო მარიხუანით ხელში, 1973 წელი




image


5. "მიკი მაუსის" პირველი ოფიციალური ვიზიტი სსრკ-ში, სსრკ, 1980 წელი



imageimage


6. ამერიკის ფოსტა 1912 წელს, ასეთი მოწყობილობების საშუალებით აგროვებდნენ ფოსტით სავსე ტომრებს საფოსტო მატარებლები



image



7. შავი კატების კასტინგი საშინელებათა ფილმისთვის, ჰოლივუდი 1961 წელი



image


8. ბიკინის კონკურსი, კალიფორნია, 1986 წელი



image


9. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკაში კარგი ცხოვრების დასტურად ამერიკაში ასეთ ღია ბარათებს უშვებდნენ



image


10. პოლიციელ - ქალს საცურაო კოსტიუმის სიგრძის გამო სანაპიროდან ორი გოგონა გაჰყავს, 1922 წელი, აშშ



image


11. 1942 წელს მსახიობი მერლინ ჰეირი დადებული პირობის შესასრულებლად ფრონტზე გაემართა, რათა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით 10 000 ჯარისკაცისთვის ეკოცნა


image



12. ფეხების სილამაზის კონკურსი სტამბულში, 1971 წელი



image


13. უძრავი კიბე, რომელიც უცნობი კალატოზის მიერ ასობით წლის წინ იქნა აგებული, დღეს ხელშეუხებელია. ხის კიბე, იერუსალიმის ძველ ქალაქში, წმინდა სამარხის ეკლესიის ფასადის მეორე იარუსის მარჯვენა ფანჯარაზეა მიმაგრებული. კიბე ეყრდნობა ლავგარდანს და მიმაგრებულია სარკმელზე, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაშია. კიბე ქრისტიანობაში რელიგიათაშორისი განსხვავებების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. კიბის ამ ადგილზე ყოფნა ტაძრის მფლობელ ექვს ქრისტიანულ კონფესიას შორის შეთანხმებას ნიშნავს, რომელიც გულისხმობს რომ ტაძარში ექვსივე კონფესიის თანხმობის გარეშე არაფრის გადაადგილება, გარემონტება ან შეცვლა არ შეიძლება.



image



14. ლეგენდარული ტრავინი, რომლის სახელიც მსოფლიოს მრავალ ველოკლუბს ეწოდა. რატომ? 1928-1931 წლებში მან მარტომ, ყოველგვარი დახმარების გარეშე ველოსიპედით გაიარა საბჭოთა კავშირის საზღვარი, მათ შორის ქვეყნის არქტიკული სანაპიროც!



image

15. "Permanents"-ი თმის დახვევის მოწყობილობის ნიმუში, 1938 წელი



image


16. ჯარების ომამდელ "მხარდაჭერთა" ჯგუფი, მე-3 ქვეითი დივიზია, ჰავაი, ამერიკა, 1933-38 წლები


image


17. გერმანელი მონაზონის მარია როზენტალის მუმიფიცირებული თავი, მე-18 საუკუნე. ისტორიული მონაცემებით, მარიას დედა, მონაზონი ჟოზეფინა, მამაკაცის გარეშე - უმანკო ჩასახვით დაორსულდა. დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, მარიამი კი მონასტერში წმინდანად შერაცხეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის და დედამისი ჰერმაფროდიტები იყვნენ, რომლებსაც საკუთარი თავის განაყოფიერება თავადვე შეეძლოთ. ბოდვაა თუ სიმართლე ეს ყოველივე, დღემდე უცნობია

image

18. "ტუ – 114"-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი (1959 წელი), ის იმდენად დიდი იყო, რომ მგზავრების ჩამოსაყვანად ნიუ-იორკის აეროპორტის სტანდარტული ტრაპის სიმაღლეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი



image


19. ინგლისელი საცირკო შემსრულებელი, ძალოსანი და კასკადიორი - ჯოან როუდსი იდეალურ ფორმას ბინის დაწმენდა - დასუფთავებით ინარჩუნებს, 1958 წელი



image



20. ნიანგების ფერმის თანამშრომელი გოგონა, აშშ, 1926 წელი


image


21. ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს შორის მოჰავეს უდაბნოში არის ლოდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვად ითვლება, 1951 წლის 15 ოქტომბერი



image



22. საარჩევნო პლაკატი წარწერით "თქვენ - უმრავლესობა ხართ", საფრანგეთი, 1969 წელი



image



23. ბავშვის ბოროტი სულებისგან დაცვა, თურქეთი, 1937 წელი



image


24. ნათესავების ინფექციურ საავადმყოფოში მონახულება, ოსლო, 1905 წელი






0
2180
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2180