x
მეტი
  • 27.07.2024
  • სტატია:136189
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510428
"ვიცი, ვისი დავალებით იყო ეს…"- რას წერს თამარ მაყაშვილი

image


მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალზე ვნებათაღელვა არ წყდება, ყველაფერი კი "იმედის" გადაცემა "ჩვენს ოჯახში" მისი სტუმრობით დაიწყო, სადაც მაყაშვილმა პირდაპირ ეთერში ასეთი რამ განაცხადა: "არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური", რაზეც სტუდიაში მყოფმა სტუმრებმაც და წამყვანებმაც გვარიანად იხალისეს.


სწორედ ამ ფრაზის გამო გაეხვა მსახიობი სერიოზულ სკანდალში, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო კი მაყაშვილი იძულებული გახდა "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმავე დღეს საგანგებო პოსტი გამოექვეყნებინა და ვიდეომიმართვაც გაევრცელებინა, სადაც მან აჭარლებს საკუთარი ნათქვამის გამო საჯაროდ ბოდიში მოუხადა, თუმცა მსახიობს ვერც გულწრფელმა მონანიებამ უშველა, ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ ის მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.


ცნობისთვის, სანამ მსახიობი საჯაროდ ბოდიშს მოიხდიდა, ბლოგერმა ედო ჯავახიძემ თამარ მაყაშვილთან მისი მიმოწერა და აუდიოფაილები გაასაჯაროვა, სადაც მსახიობი მას უმტკიცებდა რომ სიტყვა "საშინელი" საერთოდ არ უხსენებია და არც საბოდიშო აქვს რამე. მოგვიანებით დანაშაულის გრძნობით შეწუხებულმა გლოგერმა აღნიშნული პოსტი წაშალა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ და მსახიობის მიმართ ნაკლები აგრესიის გამოვლენისკენ მოუწოდა, რასაც მისი თამარ მაყაშვილთან ვრცელი მიმოწერა მოყვა, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ:


"კარგი, გვეყო მართლა და მართლა. ყოველგვარ საზღვრებს სცდება ეს თავდასხმა უკვე. მოიხადა ბოდიში და სხვა ლოგიკური დასასრული ამ ამბავს ვეღარ ექნება. 2 დღეა ვფიქრობ, ჩემსა და მაყაშვილს შორის მიმოწერის გამოქვეყნების სისწორეზე. აღარ ჩერდება ამ ადამიანზე წნეხი, თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ. ზიარდება ეს ვიდეო და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს უკვე, ამიტომ ვიდეოს ვშლი."- აღნიშნული პოსტი თამარ მაყაშვილმა პირად გვერდზე გადააზიარა და ედო ჯავახიძეს საპასუხო კომენტარითვე უპასუხა:


"უკვე საკმარისია”???როგორ გავიგოთ?აქამდე არ იყო და დაგროვდა აივსო კოკა შიგან???ბარემ ისიც მიაწერეთ ედო!ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი?ჩვენ უკვე ვიცით!!!Edo Javakhidze ვგონებ ასე აჯობებს ყველასთვის!!!სჯობს გვიან ვიდრე არაადროს, რისთვისაც იყო ისიც მიაწერეთ, ხალხი, რომ დაკვალიანდეს და გაერკვეს!!!

ნუ დამაწერინებთ მეე!!! და რა ტალღის აგორებასაც ჭირდებოდა ეს ყველაფერი!სირცხვილია უბრალოდ, ჩემი ასე უებლიედ გამოყენება! მე მაპატიეთ, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ ახლა მეც ვეღარ შევიკავე თავი! ბუმერანგის პრინციპია!მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%პროცენტმა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი!".



ბლოგერსა და მსახიობს შორის მიმოწერა შემდეგი შინაარსის კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.




ედო ჯავახიძე



"ქალბატონო თამარ, ველოდები თქვენს პასუხს, ვინ დამიკვეთა თქვენი სამარცხვინო მონაწერების გამოქვეყნება? კარგით, ფეისბუქს აქვს პოსტის აღდგენის ფუნქცია, ასე რომ, დაე, საშვილიშვილოდ ვიცოდეთ თქვენი ხმის ტემბრი და ლექსიკა"




თამარ მაყაშვილი


"ცოტა ფრთილად!მე გაგაფრთხილეთ!პირადი საუბრების გამოტანა-გასაჯაროებაისჯება სისხლია სამართლის კანონით!აღადგნეთ!რა კარგია!მეც მაქვს შენახულითქვენი შეურაწყოფები და შემდგომ დაფიქრების მერე ვითომ ბოდიშები და რჩევები ჩემს აკოპში დამალვაზე(რომ მირჩევთთქვრნგან განსხვავებით მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე!თქვენ კი……,???????"




ედო ჯავახიძემ



"აბა დამსაჯეთ კანონით. ყოველ თვეში ერთ დღეს გამოვყოფ და გადავაზიარებ ვიდეოს ხელახლა, თქვენი კულტურის საჩვენებლად".




თამარ მაყაშვილი


"თუ ასე მოგენატრათ ჩემი ხმა და ლექსიკა აქვე შემიძლია მოგასმენინოთ!!!"




ედო ჯავახიძე



"არა საზარელი ხმა იყო, მადლობა, უზრდელი რომ ხართ, გავიგეთ".




თამარ მაყაშვილი



"რატომ წაშალეთ გამინათქვამი ქოც პატრონებზე??? ესეიგიიიიი რა გამოდიიის??????ეგაა ეასაც ვფიქრობდი!!!"




ედო ჯავახიძე



"რას ფიქრობდით, ერთი ძაან მაინტერესებს. მე თუ ქოცობას მაბრალებთ, მთლად საკლინიკედ ყოფილა თქვენი საქმე"



თამარ მაყაშვილი



"პირიქით!!!"




ედო ჯავახიძე


"ანუ ნაცობას მაბრალებთ? მადლობა საკუთარ თავს, რომ თქვენდამი მოწერილი არცერთი ესემესი წამიშლია და როცა საჭირო იქნება, ყველა ნახავს, რომ მე თამარ მაყაშვილისთვის შეურაცხმყოფლეი სიტყვა არ მიკადრებია, გარდა ერთისა – “სამარცხვინო ქალი ხართ” ვუთხარი. ახლა ცდილობს რაღაცები მაბრალოს, წამომაცდინოს შეურაცხყოფა და მთათხოს, მაგრამ არ გამოვა, ბეშუმელ ბავშვებს მაგ ზრდილობით არ გვზრდიან.



ბეშუმელ ბავშვებს იმ მორალით ზრდიან, რომ წაქცეულს აღარ ურტყამენ და ამიტომ მოვუწოდე ხალხს გაჩერებისკენ, რის გამოც მეც მივიღე მათგან აგრესია, ახლა კი თქვენ ასე უმადურად მპასუხობთ. თქვენ მხოლოდ თქვენი თავი გამოიტანეთ სააშკარაოზე, ქალბატონო თამარ".





თამარ მაყაშვილი


"კიდევ მე ვარ უმადური????გადამიარეთ, ჩაააქოლინეთ, მომართედ, თავი გაიპიარეთ, გაგიცნოთ ქვეყანამ და მე ვარ უმადური აბა რააა!დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისათვის, ნათელი დღისათვის, სიმშვიდისათვის, კარგი სიტყვებისათვისმადლობელი ვარ!! ახლა კი მარლა უკვე საკმარისია!გეყინათ, გეტკინათ?აბა რა გეგინათ დაუფიქრებლად, რომ მოწმედებდით!წარმოიდგინეთ რა არის, მოგხვდათ გულზეძალიან მკივა მეც, მართლა.აი ეს არის ის პატარა მილეკულა იმასთან შედარებით რა თქვენ მე მომიწყვეთ!სირცხვილია!ცხოვრება რთულია ძალიან, თქვენ კი ლამაზი და კარგიცხოვრება უნდა გქონდეთ, ჯერ წინააა ყველაფრი, ამიტომ ჯერ დაგიქრდით, მოთმინება იქონიეთ, დაელოდეთ მივლენების განითარებას და შემდგომ მიიღეთ გააწყვეტილება!და სიტყვები”საკმარისია უკვე”(გაუგებარი)აღარ დაგჭირდებათ!".




ედო ჯავახიძე


"ისე, ქალბატონო თამარ, ამდენი ხალხი შეწუხდა და კომენტარს წერს, გაგვარკვიეთ, ვისი მართული ვარ რასაკვირველია ჩემიმე ხომ დიდი ხანია პიარი არ მქონია, როგოც ამბობნ და რა მარტივი გამოსაცნობი იყო ახლა აბაა? ედო ჩემო! ღმერთმა გიშველოთ".







0
685
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
685