x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ხაჭოს კვერები ყველით
image


ინგრედიენტები:


ხაჭო – 300 გრ.
არაჟანი (20% ცხიმიანობით) – 240 გრ.
კარაქი – 60 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ.
პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.
მარილი – ერთი მწიკვი
ფქვილი – რასაც შეიზელს

ყველი (მაგარი) – 150 გრ.
კვერცხის გული – 1 ც.
ვანილი


მომზადება:


1. მოათავსეთ ხაჭო თასში და დაჭყლიტეთ ჩანგლით.
2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ახლად გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
3. ამ მასალას, ჩანგლით ან ხელით, შეაზილეთ ცივი კარაქი.
4. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეურიეთ ხაჭო და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.

5. გახეხეთ მსხვილ სახეხზე ყველი
6. ცომი გაყავით 6 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.
7. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ს სისქეზე და დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე.
8. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი, საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერებს და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
9. გამოაცხვეთ 200°C-ზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.


image


imageimageimageimage



2
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
88
  
2022, 9 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ნოემბერი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2