x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გამწარებულია ივანიშვილი, სერიოზული ამბავი გავუხეთქეთ....” - რას აცხადებს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო მის პოლიტიკურ დევნას მხოლოდ იმიტომ ეწევა რომ მან სარეკლამო კლიპში მურმან ლებანიძის ის ლექსი წაიკითხა, სადაც დიდი ქართველი პოეტი საქართველოს დაცლას წინასწარმეტყველებდა:


"მსოფლიო პოლიტიკური დევნის ისტორიას არ ახსოვს, ოპოზიციურ ლიდერს ასამართლებდნენ ლექსის თქმისთვის, რომელიც მურმან ლებანიძემ დაწერა და იწინასწარმეტყველა საქართველოს დაცლა. სარეკლამო კლიპში, ეს ლექსი წარმოვთქვი – ვთქვი ის, რასაც ყველა ქართველი ამბობს. შეაგდებინა სარჩელი სასამართლოში სუს–მა კომპანიას, მაშინ, როცა პარლამენტში შესვლაზე უარი ვთქვით. მერე შეიტყუეს ეს პარტიები, მოახდინეს ჩემი გარიცხვა პარლამენტიდან… და ეს საქმე აღარ გახსენებიათ.


როგორც კი ჩამოვიდა ილჰამ ალიები და შედგა შეხვედრა ივანიშვილთან, ვამხილეთ, რომ მოხდა გარეჯის გადაცემა, სწორედ მაშინ დაემართა შეტევა ბიძინა ივანიშვილს და გასცა განკარგულება საქმის განხილვის დაწყებაზე და მეორე დილით მივიღე უწყება. იმედია, ამ ლექსის თქმისთვისაც არ მიჩივლებენ, აქაც ახდა გოგლა ლეონიძის წინასწარმეტყველება – “ისევ მოვედი მუხრანის ბოლოს, ჩასაფრებული ვეძებ იარაღს” – აი, ეს ყივჩაღი ივანიშვილია, რის უფლებასაც არ მივცემ და მწარედ ამოვასხმევინებთ უკან რაც შეჭამა.


ეს კომპანია სუს–ის ხელის ბიჭებია, რასაც სუსი დაავალებს, იმაზე შეიტანს საქმეს. ვერაფერში ვერ მამხილეს, ვერანაირ დანაშაულში და ლექსის თქმის გამო მასამართლებენ.


გამწარებულია ივანიშვილი, სერიოზული ამბავი გავუხეთქეთ, გადარჩენაზე აქვს საქმე, ახლა ის ეძებს ლობისტებს, ვინც გადაარცენს სანქციებისგან. ცოტა იფიქრა, თუ ბევრი, მიადგა უნგრეთის პრემიერს, ორბანს, რადგანაც ორბანმა გადაარჩინა სანქციებს რუსეთის პატრიარქი." - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას.









0
791
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
791